ავტორი:

ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის პარტნიორთან დაშორება, უეცარი სასიამოვნო შეხვედრა და სარფიანი შეთავაზება

ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის პარტნიორთან დაშორება, უეცარი სასიამოვნო შეხვედრა და სარფიანი შეთავაზება

22 აგვისტოს სავსემთვარეობა გვქონდა მერწყულის ნიშანში. სავსემთვარეობის შემდეგ მთვარე კლებადი ხდება ახალმთვარეობამდე (მომდევნო ახალმთვარეობა გვექნება 7 სექტემბერს, ქალწულის ნიშანში). ეს არის პერიოდი, როცა უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმეები ან მივუბრუნდეთ მიტოვებულებს. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით, რათა გაიგოთ, ამ ორკვირიან მონაკვეთში რა თემებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ვერძი

ზოგიერთი გადაწყვეტს დაშორდეს სამეგობრო წრეს, მეგობარს (მისი გამგზავრების გამო), გამოვიდეს ჯგუფიდან, რათა დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა ან ახალ თანამოაზრეებს შეუერთდეს. თუ საბროკერო საქმიანობით ხართ დაკავებული, მიიღებთ შედეგს, სარგებელს. თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს. გამორიცხული არაა, რომ გახდეთ პოპულარული ინტერნეტსაქმიანობის გამო ან მიიღოთ სარგებელი იმ საქმიანობისგან, რასაც რეკლამას უწევდით. მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

კურო

მოემზადეთ კარიერული წინსვლისთვის, დაწინაურებისთვის, სტატუსის ამაღლებისთვის. ზოგიერთი დაასრულებს ერთ სამსახურს და დაიწყებს მეორეს. ზოგიერთს შეიძლება შეეცვალოს უფროსობა. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ სტატუსი (გახდეთ მეუღლე, მშობელი, ბაბუა/ბებია და ა.შ.). მოგინდებათ ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენა, მდიდრულ ქვეყნაში საცხოვრებლად გადასვლა. ზოგიერთი კი შეიძლება დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს და ჯილდოც მიიღოს.

ტყუპი

ან საზღვარგარეთ მოგზაურობა/მუშაობა, ან უცხოელებთან მუშაობა გელით. გამორიცხული არაა შეცვალოთ უცხოეთის პასპორტი, ან საზღვარგარეთ ცხოვრების ვადა ამოგეწუროთ. შეიძლება დაასრულოთ სასამართლო საქმე ან თუ მწერალი ხართ, ლიტერატურული ნაწარმოები, მოახდინოთ მისი პრეზენტაცია. ზოგიერთს შვილიშვილი გაგიჩნდებათ, ზოგმა შეიძლება მეორედ დაქორწინება მოინდომოთ, თუნდაც, უცხოელზე. თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს.

კირჩხიბი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთნ, ვისთანაც დაკავშირებული ხართ მატერიალურად და ვისთანაც სექსუალური კავშირი გაქვთ. შეიძლება სარგებელი მიიღოთ ადრე დაბანდებული ფულისგან, ან გაისტუმროთ ბანკის ვალი. ყურადღებით გააფორმეთ საბანკო საბუთები (ბარათის აღებისაც კი). გადაიფორმეთ მემკვიდრეობა. ზოგიერთი გაიგებს, რომ მშობელი გახდება. შეიძლება დაშორდეთ იმ პარტნიორს, ვისთანაც ყოფნა სიხარულს აღარ განიჭებთ.

ლომი

მნიშვნელოვან როლს თქვენს ცხოვრებაში ითამაშებენ პარტნიორული ურთიერთობები; ზოგიერთს შეიძლება დაშორდეთ ან პირიქით - ურთიერთობა უფრო სერიოზულ საფეხურზე გადაიყვანოთ. ან თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენებთან მუშაობასთან, შეიძლება დაასრულოთ ერთთან ურთიერთობა და მათი ადგილი სხვამ დაიკაოს. შანსი მოგეცემათ გააფორმოთ ხელშეკრულება ან მიიღოთ სარგებელი უკვე გაფორმებულისგან. გამორიცხული არაა, რომ მარტოხელები შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებულ როლს ითმაშებს თქვენს ცხოვრებაში.

ქალწული

მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგათ სამსახურში ან თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, რომ მოგემატოთ ვალდებულება, სამსახურში მიიღოთ ახალი თანამშრომელი, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება ან დაასრულოთ პროექტზე მუშაობა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი შინაური ცხოველის ყიდვა. თუ ეძებდით, მიაკვლევთ მკურნალობის თქვენზე მორგებულ სისტემას. კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.

სასწორი

შანსი მოგეცემათ, დაასრულოთ დაწყებული შემოქმედებითი იდეები. ან მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული ჰობისგან. ზოგი გადაწყვეტს მიატოვოს საქმიანობა, რაც სიამოვნებას, მატერიალურ კეთილდღეობას აღარ ანიჭებს. ზოგიერთი გააბამს საკურორტო რომანს ან დაშორდება ადამიანს, რომელიც ბედნიერებას აღარ ანიჭებს. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით ან თქვენ იქნებით აქტიურად ჩართული მათ ცხოვრებაში. ზოგი კი შეიძლება მშობელი გახდეს.

მორიელი

დაასრულებთ რემონტს, ავეჯის გადაადგილებას ან შეიძენთ (გადაიფორმებთ) უძრავ ქონებას. გადახვალთ ახალ ბინაში ან შეყვარებულთან გადაწყვეტთ ცხოვრებას. დასრულდება სახლთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება ოჯახში დაგიბრუნდეთ ოჯახის წევრი, რომელიც წასული იყო. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, ნათესავებს. შეიძლება მათგან მიიღოთ მნიშნელოვანი ინფორმაცია (ქორწინების, შვილის დაბადების). ან თავად გადაწყვიტოთ მშობლიური ადგილების მოსანახულებლად გამგზავრება. წაიკითხეთ სრულად