ავტორი:

ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად

ფენ-შუის რჩევები სახლში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაზიდად

გსურთ, თქვენი სახლი მყუდრო ბუდედ აქციოთ, სადაც კარგი იქნება დროის გატარება, დასვენება, დაისადგურებს ჰარმონიული დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის? მაშინ ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე საკითხს.

უპირველეს ყოვლისა, არ ღირს სახლში სიარული იმავე ტანსაცმლით, რაც ქუჩაში გეცვათ. არ გირჩევთ საგარეო ფეხსაცმლით ოთახშებში სიარულს და მით უმეტეს, საწოლზე დაჯდომას. სახლში დაბრუნებისთანავე, ფეხსაცმელი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს.

მნიშვნელოვანია საჭმლის მომზადება ჩუმად. ან თუ ვერ ძლებთ, შეგიძლიათ ჩართოთ ბუნების ხმები, ვიოლინოები, ფლეიტები ან მშვიდი კლასიკური მუსიკა. სადილის გაკეთება ტელევიზორის ან რადიოს ხმის თანხლებით, სადაც, როგორც წესი, უარყოფით ინფორმაცია ჟღერს, არასახარბიელოა.

სასურველია, სტუმრების წასვლისთანავე სახლის დასუფთავების ჩვევის გამომუშავება. ეს გაანადგურებს უარყოფითი ენერგიის კვალს, რომელიც შეიძლება შემოვიდეს სახლში უცხო ადამიანებთან ერთად.

მოწმინდეთ იატაკი ნესტიანი ქსოვილით და გარეცხეთ წვეულებიდან დარჩენილი ყველა ჭურჭელი. ან სულაც მოაშორეთ დარჩენილი საკვები თეფშებს და წყლით შეავსეთ.

ზოგადად ნაგავი არის მკვდარი ენერგიის წყარო, რომელიც ხელს უშლის წარმატებას და იწვევს ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობას. ამიტომ ნაგვისგან სახლი რაც შეიძლება ხშირად გაათავისუფლეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, წყალთან დაკავშირებული წერტილები: ტუალეტი, აბაზანა, ნიჟარა მუდამ სუფთა და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ, არსაიდან არ უნდა ჟონავდეს წყალი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული თქვენი სახლიდანაც გაჟონავს.

ნუ გააჩერებთ სახლში გამხმარ და მომაკვდავ მცენარეებს, ცხოველების ფიტულებს. სახლის კედლების გაფორმება არაა რეკომენდებული შიშველი სხეულების გამოსახულებებით და გარდაცვლილი ნათესავების პორტრეტებით, რადგან ამან შეიძლება ავადმყოფობა გამოიწვიოს. ასევე არ ჩამოკიდოთ ნახატები უზარმაზარი ტალღებითა და ძლიერი ჩანჩქერით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ცხოვრება მოუსვენარი გახდება.