პირველი-7 დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოიმატებს ჭორების, დეზინფორმაციისა და ზედაპირული დასკვნების ალბათობა

პირველი-7 დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოიმატებს ჭორების, დეზინფორმაციისა და ზედაპირული დასკვნების ალბათობა

პირველ დეკემბერს ვენერა მორიელის ემოციურ და კრიზისულ ნიშანს ტოვებს და მშვილდოსანში გადადის. ეს ცვლილება სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში სიმსუბუქეს და ოპტიმიზმს შემოიტანს. თუ ნოემბერში ურთიერთობები ხასიათდებოდა ეჭვიანობითა და დრამატიზმით, დეკემბრის დასაწყისიდან წინა პლანზე გადმოდის თავგადასავლების სურვილი, იდეალიზმი და პარტნიორთან სულიერი კავშირის ძიება. ეს შესანიშნავი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისა და ახალი, მასშტაბური ფინანსური გეგმების დასახვისთვის. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ფუჭ დაპირებებთან და გადამეტებულ ხარჯებთან მიმართებაში.

5 დეკემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში. მთვარე (ტყუპი) და მზე (მშვილდოსანი) ქმნიან ინფორმაციულ ღერძს. ეს დღეები დატვირთული იქნება ინფორმაციის ჭარბი ნაკადით, კომუნიკაციითა და გადაადგილებით. ამ სავსემთვარეობის მთავარი გზავნილია: „გაარჩიე სიმართლე ტყუილისგან“. მოიმატებს ჭორების, დეზინფორმაციისა და ზედაპირული დასკვნების ალბათობა. რეკომენდებულია საბუთების, ტექსტებისა და შეთანხმებების ორმაგი გადამოწმება. ემოციურ დონეზე მნიშვნელოვანია არ ავყვეთ ქაოსს და შევინარჩუნოთ გონებრივი სიცხადე.

6-დან 8 დეკემბრამდე მერკური ჰარმონიულ ასპექტებს შექმნის რეტროგრადულ იუპიტერთან კირჩხიბში და სატურნთან თევზებში. ეს სიცხადისა და შთაგონების დროა. ამ დღეებში შეგიძლიათ შეთანხმებების მიღწევა და ახალი ალიანსები მოძიება. დოკუმენტებთან, საგარეო ურთიერთობებთან, განათლებასთან და სულიერ პრაქტიკებთან დაკავშირებული საკითხები უფრო ადვილად გადაწყდება. შესაძლებელია წარმატებული მოლაპარაკებები, მხარდაჭერა და ნდობის განმტკიცება.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!