ავტორი:

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტო, ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:22-ზე, მთვარე ქალწულშია

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი: დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, არ გირჩევთ საეჭვო ადამიანებათ ურთიერთობას. დაკვირვებით აწარმოეთ მიმოწერა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთანაც კი.

კურო: თქვენი შრომა დაფასდება და ჯილდოს ან ფულად პრემიას მიიღებთ. იყავით დაკვირვებული, ახალი საქმიანი შემოთავაზებები სიფრთხილით განიხილეთ. საღამოს ენერგიის მომატებას იგრძნობთ.

ტყუპი: საინტერესო შეხვედრების და იდეების განხილვის დღეა. საქმეები დაიწყეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც თვალდახუჭული ენდობით. იყავით თქვენი შვილისთვის საუკეთესო მეგობარი.

კირჩხიბი: დილიდან უნდა ჩაერთოთ საქმეებში. იყავით დაკვირვებული, სიჩქარეში არაფერი გამოგრჩეთ. კარგი დღეა ახალი ინფორმაციის, საჭირო ადამიანების მოსაძიებლად. საღამოს ესტუმრთ მეგობრებს.

ლომი: აქტიური დღე გელოდებათ. გახშირდება მიმოწერები, ზარები, გადაადგილება. გარშემო მყოფებს თქვენი მითითებების შესრულება მოუწევთ. შეიძინეთ მხოლოდ ძვირფასი, ძვირად ღირებული ნივთები.

ქალწული: დღის პირველი ნახევარი ბევრ დაკვირვებას მოითხოვს. საუკეთესო დროა სწავლისთვის, მასალებთან მუშაობისთვის. საღამოს მოგინდებათ სამედიცინო თაროს განახლება. დღეს უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.

სასწორი: ყველა საქმეს დღეს ნუ დაიწყებთ, ზოგიერთიც ხვალისთვის გადადეთ. გადახდეთ თითოეულ დეტალს, გამოასწორეთ უზუსტობები. ამასთნ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

მორიელი: ფიზიკური აქტიურობა შეამცირეთ; აი, გონებრივი დატვირთვა კი გაზარდეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაეცალეთ გაუგებარ, ჩახლართულ სიტუაციებს.

მშვილდოსანი: დღეს საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ. შეისწავლეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები. საქმებით ისე გაერთობით, რომ შეიძლება შინ მისვლა დაგაგვიანდეთ.

თხის რქა: თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, ნუ გარისკავთ. უმჯობესია, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები არსებულ საქმეებში. საღამოს დაგეგმეთ საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა.

მერწყული: სწავლის, საქმიანი მიმოწერების დღეა. მოერიდეთ ჭორებს, ზარმაცობას. ნუ შეილახავთ კოლეგების წინაშე საქმიან რეპუტაციას. იყავით საქმეების, მოვლენების საქმის კურსში.

თევზები: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას. მაგრამ არ გირჩევთ ორმაგ თამაშს, დაკვირვებული პარტნიორი იოლად გაგაშიფრავთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.