პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:06-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 07:20-ზე

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის. უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის (განსაკუთრებით საზღვაოს) დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

ამ დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ რთული ამოცანები: ვარსკვლავები დაგეხმარებიან გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს. თქვენს ახლობელს დახმარება სჭირდება, გამოავლინეთ გაგება და მიეცით რჩევა.

კურო

რთული და სტრესული დღეა. მოემზადეთ პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს. მოლაპარაკებები დანიშნეთ დღის მეორე ნახევარში. ვითარება მალე შეიცვლება, მაგრამ სირთულეები დამოუკიდებლად უნდა გადალახოთ.

ტყუპი

ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაბრაზოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ უსიამოვნებებს შეხედოთ, როგორც ღირებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. დღის მეორე ნახევარში ენერგიის დონე მოიმატებს: უფრო აქტიური და ეფექტური გახდებით.

კირჩხიბი

დღეს შანსი გაქვთ გააფუჭოთ ურთიერთობა მკაცრი სიტყვით ან შეურაცხმყოფელი შენიშვნით. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, იყავით უფრო რბილი და ტაქტიანი. შესაძლოა სამსახურში გვიანობამდე დარჩენამ მოგიწიოთ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო ამბებს.

ლომი

დილით ცუდ ხასიათზე იქნებით და მნიშვნელოვანი საქმეების კეთების სურვილი არ გექნებათ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება, მოძებნეთ პოზიტივი ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები და დაასრულეთ ყველაფერი, რაც ამ დღისთვის იყო დაგეგმილი.

ქალწული

დღის დასაწყისი არცთუ ისე კარგი იქნება. ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება შუადღისთვის გადაიტანეთ, როცა თქვენი პროდუქტიულობა გაიზრდება. 1-ლ აგვისტოს თქვენს განწყობაზე ბევრია დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ ყველაფერი დადებითად აღიქვათ, რაც გარშემო ხდება.

სასწორი

მოძებნეთ ოპტიმისტური ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განწყობა სწრაფად გაუარესდება და საქმეებს ვერ დაასრულებთ. იმსჯელეთ ფინანსური საკითხების მოგვარებაზე.

მორიელი

1-ლ აგვისტოს დილით შეგექმნებათ სირთულეები, რომელთა მოგვარებაც დამოუკიდებლად მოგიწევთ. გამოიყენეთ უჩვეულო მიდგომა და ფანტაზია, რომ უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ მათ. დღეს ემოციური ფონი გაძლიერებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია საუბრებში თავშეკავება.

მშვილდოსანი

დატვირთული და რთული დღეა. უნდა გაუმკლავდეთ უსიამოვნებას და შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავშეკავება. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდეს ვინმე თქვენი წარსულიდან. გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და გაეცით დაბალანსებული პასუხები. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ სირთულეების.

თხის რქა

დილით შეეცადეთ არ იჩხუბოთ საყვარელ ადამიანებთან, იყავით თავაზიანი. მოძებნეთ პოზიტიური მომენტები და ნუ მისცემთ სხვებს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლებას. საღამოსთვის სიტუაცია გამოსწორდება და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა გელოდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.

მერწყული

აუცილებელია საქმიანი აქტივობის შემცირება, რათა ჯანმრთელობა არ გაგიუარესდეთ. აირჩიეთ თქვენთვის კომფორტული სამუშაო რიტმი, დაუთმეთ დრო და იყავით მეგობრული სხვებთან.

თევზები

მოძებნეთ ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი გზის არჩევაში. დღეს შეგიძლიათ კარიერაში წინსვლა ან პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება. 1-ლ აგვისტოს მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას: მოუსმინეთ საუბრებს, იყავით მიმდინარე მოვლენების ცენტრში.