პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარ გრძნობებშიც ვერ გარკვეულხართ და პარტნიორის გრძნობებიც გაეჭვებთ, მაგრამ დღევანდელი დღე არასასრუველია ურთიერთობების გასარჩევად. უმჯობესია, ჯერ საკუთარ თავში გაერკვეთ და პარტნიორს პასუხი რამდენიმე დღეში მოსთხოვოთ.

ტყუპი

სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ საზღვარგარეთიდან. ამ ამბავმა შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს, განსაკუთრებით, თუ საზღვარგარეთ აპირებდით სწავლას ან მუშაობას.

კირჩხიბი

წარსულში დაშვებული შეცდომების გამო დღეს მოგთხოვენ პასუხს. ამასთანავე, შეიძლება  შეუსრულებელმა საქმეებმა, პრობლემებმა იჩინოს თავი. უმჯობესია, წარსულის საქმეებში წარსულშივე დატოვოთ და მომავლის საქმეებს მიხედოთ.

ლომი

კარგი დღეა წარმატების მისაღწევად. აგისრულდებათ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. მთავარია, არ იზარმაცოთ. აგრეთვე, კარგი დღეა ახლობლების დასახმარებლად და მათ მოსაკითხად.

ქალწული

მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად და ექიმის კონსულტაციისთვის. აგრეთვე, გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.

სასწორი

კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად და მგზავრობისათვის. აგრეთვე დადებითი ენერგიით აივსებით და სასიამოვნო ნაცნობობა გელით ქალაქგარეთ გამგზავრებისას.

მორიელი

მოემზადეთ და მაქსიმალური მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან დღეს გარშემო მყოფები კრიტიკითა და საყვედურებით აგავსებენ. ეცადეთ, არავის შეეპასუხოთ და მაქსიმალურად გამოასწოროთ ის, რაზეც გედავებიან.

მშვილდოსანი

ის საქმეები, რასაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, შეიძლება პირველივე ჯერზე არ გამოგივიდეთ. ამიტომ, მოემზადეთ იმისთვის, რომ ერთი და იმავე საქმის გაკეთება რამდენჯერმე მოგიწევთ.

თხის რქა

დღეს საქმეები ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ. მაქსიმალურად ყურადღებით და დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ. გარშემო მყოფები დახმარებზე უარს არ გეტყვიან, მთავარია, დელიკატურად სთხოვოთ.

მერწყული

ყველა საქმის კეთებას ერთდროულად ნუ მოინდომებთ. მხოლოდ მნიშვნელოვანი დავალებები შეასრულეთ, თორემ საღამოსაც ვერ დაასრულებთ სამსახურის საქმეებს და უქმეების გატარებაც ოფისში მოგიწევთ.

თევზები

მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. შეყვარებულს კი საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოუწყობს; შეიძლება დაქორწინებაც შემოგთავაზოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით