პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პოზიტიური დღე გელით. საქმეებს ადვილად მოაგვარებთ, კონკურენტებს აჯობებთ. საღამო საოჯახო ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. გამონახეთ დრო გართობისთვისაც.

ტყუპი

დღეს ისე ოსტატურად გაუმკლავდებით საქმეებს, რომ გარშემო მყოფების აღფრთოვანებას დაიმსახურებთ. საღამოს რომანტიკული სიურპორიზები გელით.

კირჩხიბი

არ იზარმაცოთ. გააქტიურდით და კოლეგებთან ერთად მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

ლომი

ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საღამოს მეგობრებსა და ნათესავებს შინ უმასპინძლეთ.

ქალწული

გრანდიოზული იდეების განხორციელების დღე არაა. მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. საღამოს რომანტიკული შეხვედრისთვის იყავით მზად.

სასწორი

საჭირო ადამიანებს გაიცნობთ; წარუდგინეთ მათ თქვენი პროექტები. საქმეების გამო ნუ დავიწყებთ ოჯახურ ვალდებულებებს. საღამოს ნათესავებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი

დღეს ცოტათი ჭირვეულობა გეპატიებათ. გარშემო მყოფები ყველა სურვილს აგისრულებენ. საღამოს სიურპრიზები, რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ყველა მოვლენაში პოზიტივი დაინახოთ. პირადი ცხოვრება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

მშვიდი, მოსაწყენი დღე გელით. ერთფეროვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. თქვენი დახმარება სჭირდებათ კოლეგებს. საღამოს გამონახეთ დრო და დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

მერწყული

ნებისმიერი სირთულის პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკულ ვახშამზე უარი არ უთხრათ.

თევზები

მხიარული და წარმატებული დღე გელით. სამსახურში მცირე უსიამოვნებები ხელს არაფერში შეგიშლით. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ და იმხიარულეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით