კურო
უსიამოვნებებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. უბრალოდ, ჩაინიშნეთ, მომავალში რისგან უნდა დაიცვათ თავი. კარგი დღეა სწავლისა და მიმოწერისთვის. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და საჭირო ადამიანებს შეხვდებით.
ტყუპი
პოზიტიური, რეალისტური საქმეების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ის პროქტებს, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, თუ უკვე იცით, რა უნდა შეიძინოთ.
კირჩხიბი
საკუთარ თავსა და მომავლში დარწმუნებული უნდა იყოთ. გახსოვდეთ, რომ დღეს უნდა ჩაუყაროთ საფუძველი ხვალინდელ გამარჯვებას. გაგიმძაფრდებათ ლტოლვა გემრიელი და კალორიული კერძებისადმი.
ლომი
თუ ნათესავების დახმარებით მიაღწევთ გამარჯვებას და სხვის შესრულებულ საქმეს მიისაკუთრებთ, უფრო წარმატებული და ჭკვიანი ვერ გახდებით. ეცადეთ, საკუთარი თავის იმედად იყოთ. კარგი დღეა სავაჭრო, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.
ქალწული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და იყავით მეტად პრაქტიკული. კარგი დღეა სწავლის, ტურიზმისა და ვაჭრობისთვოს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. თუ რამე საქმეში პირველი ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, კარგად ინფორმირებული უნდა იყოთ.
სასწორი
დღეს არა პირადი ინტერესების, არამედ გარემოს/ოჯახის საკეთილდღეოდ უნდა იზრუნოთ. ფულის დაბანდება კომერციულ პროექტებში, უძრავ ქონებაში მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლექტივში. საქმიანი შეხვედრა სოლიდურ რესტორანში დანიშნეთ.
მორიელი
კონსულტაციების, მოლაპარაკებების, პრაქტიკული სწავლებების დღეა. ზოგიერთ შემთხვევაში დათმობა უნდა შეძლოთ. პარტნიორები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. შეიძლება დაგაღალატოთ იმ ადამიანმა, ვისი იმედიც გქონდათ. დაქორწინებულებმა მოერიდეთ მერკანტილურობას.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ზედმეტ ავანტიურობას. თუ გსურთ, გაგიუმჯობესდებათ სამსახურისა და საოჯახო საქმეები და მატერიალური მდგომარეობა, მეტად მიზნამიმართულად უნდა იმოქმედოთ. არ აჩქარდეთ და ნუ დაგავიწყდებათ ჭამა. სასურველია, ჯანსაღი საკვები მიირთვათ.
თხის რქა
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და მხოლოდ ის საქმე შეასრულეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დაზოგეთ დრო და ფული. კარგი დღე ელით კონსულტანტ ნიშნებს. სიმშვიდე დაისადგურებს მეუღლეებს შორის.
მერწყული
დღე კარგად ჩაივლის, თუ თამაშის წესებს არ დაარღვევთ. იყავით ორიენტირებული წარმატებაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. მატერიალურ მხარდაჭერას ნათესავებისგან მიიღებთ. საქმეების მოგვარებაში კოლეგები დაგეხმარებიან. არ გამოტოვოთ საოჯახო სადილი/ვახშამი.
თევზები
გამოიყენეთ შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. პროდუქტები და ნივთები მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობ მაღაზიაში შეიძინეთ და გადაითვალეთ ხურდა.