კურო
ნუ ააგებთ ბროლის კოშკებს. მიწაზე დაეშვით და ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ.
ტყუპი
კარგი დღეა სამომავლო გეგმის შესადგენად, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. საღამოს არჩევანის წინაშე დადგებით - ან რომანტიკული პაემანი, ან მეობრებთან შეხვედრა.
კირჩხიბი
მოიშორეთ სიზარმაცე და საქმეების მოგვარებას შეუდექით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი ტაქტი.
ლომი
შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. საინტერესო ადგილებს მოინახულებთ, ახალ მეგობრებს გაიჩენთ. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.
ქალწული
სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების გამო ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. მოიწყვეთ შოპინგი, დაესწარით მხიარულ წვეულებას. საყვარელი ადამიანი არ მოაწყინოთ.
სასწორი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების რჩევებს. მეგობრები გრანდიოზულ გეგმებს გაგიმხელენ.
მორიელი
არ იზარმაცოთ, დილიდანვე შეუდექით სამსახურის საქმეების შესრულებას. შუადღის შემდეგ მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ, მაგრამ შინ არ დააგვიანოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. ბინაში ინტერიერის შეცვლა ან რემონტის საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
თხის რქა
სამსახურის საქმეებს მარტივად და სწრაფად მოაგვარებთ. მაგრამ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად გარჯა მოგიწევთ, იყავით მეტად რომანტიკული.
მერწყული
საინტერესო დღე გელით. გვერდით ახლო მეგობრები გეყოლებათ, რომლებიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. საღამოს დახატეთ, წაიკითხეთ.
თევზები
საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად თან დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.