პირველი დეკემბერი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

პირველი დეკემბერი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.

მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.

არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.

სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.

მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.

თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.

ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.

მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:43

მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 18:50

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში

გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.

დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.

სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით