პირველი დეკემბერი, მთვარის მეთორმეტე დღე: გამოავლინეთ კომპრომისებზე წასვლის უნარი

პირველი დეკემბერი, მთვარის მეთორმეტე დღე: გამოავლინეთ კომპრომისებზე წასვლის უნარი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 14:55-ზე

რეკომენდებულია : მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი.

არ არის რეკომენდებული : გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება.

ჯანმრთელობა: ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.

კვება: კარგია ჩაის, წვენების დალევა, თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი.

მოგზაურობა : არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის, არც წმინდა ადგილების მოსალოცად.

ურთიერთობები : საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. მეთორმეტე მთვარის დღეს შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, ბედნიერია და იშვიათად მთავრდება განქორწინებით. პაემანი კარგად ჩაივლის, დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.

დღის მინერალები : ლაზურიტი, ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი.