ავტორი:

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 15:06-ზე, მთვარე თევზებშია

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.

ვერძი: დღის უმეტესი ნაწილი რუტინული საკითხების გადაჭრაში დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. გამონახეთ მეტი დრო მისთვის. დღეს ფული არავის ასესხოთ, საუკეთესო მეგობარსაც კი.

კურო: ოჯახში მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. არ გირჩევთ სხვებს პროვოცირებას, შეეცადეთ შეიკავოთ თავი და შეინარჩუნოთ მშვიდობიანი დამოკიდებულება. მსხვილი საყიდლები სხვა დროისთვის გადადეთ. საღამო სიმშვიდეში გაატარეთ.

ტყუპი: ბევრი დღევანდელი პრობლემა სწრაფად მოგვარდება. კოლეგებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მახვილგონიერება და იუმორის გრძნობა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან დეტალებს, იზრუნეთ მთავარ საკითხზე. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს.

კირჩხიბი: თქვენს წარმატებას ხელს შეუწყობს გავლენიანი მეგობრის ან ნათესავის მფარველობა. იმოქმედეთ მიზანმიმართულად, წინასწარ იფიქრეთ მომდევნო ნაბიჯებზე. საყვარელი ადამიანი საღამოს რომანტიკულ სიურპრიზს მოგიმზადებთ.

ლომი: ხელსაყრელი დღე საქმიანი დავების მოსაგვარებლად. თუმცა, მოერიდეთ სარისკო შეთავაზებებზე დათანხმებას ან გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ნდობას. ნუ დაიწყებთ კამათს ოჯახის წევრებთან, რათა არ დაძაბოთ სიტუაცია სახლში.

ქალწული: შესაფერისი დროა სამუშაოს შესაცვლელად ან ახალი ბიზნესის დასაწყებად. შეგიძლიათ დაიწყოთ საინტერესო პროექტები. თუ გადაწყვეტილება საგულდაგულოდ არის გააზრებული და შეთანხმებული, მოგება არ დააყოვნებს. საღამო ახლო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი: არ დაივიწყოთ თქვენი უშუალო მოვალეობები, იყავით გულმოდგინე და მომთმენი. თქვენი მოთმინება დღეს მოგცემთ საშუალებას, შეაციროთ გარღვევა თქვენს საქმიანობაში და მიაღწიოთ ახალ დონეს. დაღლილობას და დაძაბულობას მოგიხსნით მეგობრებთან ერთად წვეულებაზე დასწრება ან პაემანი.

მორიელი: დღეს ყველა აზარტულ და მიზანსწრაფულ მორიელებს გაგიმართლებთ. მიიღებთ დიდ მოგებას ან ბონუსს თქვენი აქტივებიდან. განსაკუთრებით, თუ ფინანსურ ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობთ.

მშვილდოსანი: გაზრდილი ემოციურობა დაძაბულობას მოგიტანთ სამსახურში. გეგმები სწრაფად შეიცვლება და თავადაც უნდა გააქტიურდეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. მოემზადეთ ცვლილებებისთვის და განიხილეთ სავარაუდო ვარიანტები.

თხის რქა: კონცენტრირდით თქვენს გეგმებზე, იყავით მიზანმიმართული. ცვლილებები გელოდებათ ოჯახურ ცხოვრებაში. მეტი ყურადღების მიაქციეთ საკუთარ თავს და ნაკლები სხვების კეთილდღეობას.

მერწყული: ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უსაქმოს ჯდომას ვერ შეძლებთ. შესაფერისი დღეა მომავლის გრძელვადიანი გეგმების შესადგენად, ახალი მეგობრების გასაჩენად და ცხოვრებაში წინსვლისთვის. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ ჩავარდეთ უხერხულ სიტუაციაში.

თევზები: კარგი ჯანმრთელობა და ენერგიის მაღალი დონე დაეხმარება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში. შეგიძლიათ შეცვალოთ სამუშაო, დაიწყოთ კარიერის შექმნა ახალ სფეროში. მიიღებთ მნიშვნელოვან ამბების. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.