კურო
ზედმეტად ემოციური ხართ. მოერიდეთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, განმარტოვდით, მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ დასახმარებლად ნათესავებსა და მეგობრებს მიმართოთ. მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან.
კირჩხიბი
კარგი დღე გელით, მთავარია, არ იზარმაცოთ. დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს, ჰობის, შეიძინეთ საჭირო ნივთები, ინსტრუმენტები. საღამოს ან პაემანი დაგეგმეთ, ან კულტურული ღონისძიება.
ლომი
თუ ცვლილებები გსურთ, გამოიჩინეთ ინიციატივა. ეს დღე შეგიძლიათ ყველაზე რთულ საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში მოერიდეთ ექსპერიმენტებს და თავს ზედმეტის უფლებასაც ნუ მისცემთ.
ქალწული
შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა, ეს სამსახურის საქმეებსაც ეხება. მგზავრობა და კულტურული ღონისძიებები კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად. მოერიდეთ კამათს და არ გაამწვავოთ კონფლიქტი. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი შეხვედრა.
მორიელი
სამსახურის საქმეების გამო დასვენება მაინცდამაინც არ გამოგივათ, ამასთანავე, ოჯახის წევრებიც ითხოვენ თქვენგან ყურადღებას. პირად ურთიერთობაში გამოიჩინეთ მეტი სითბო და ყურადღება.
მშვილდოსანი
დღე საკუთარ თავს დაუთმეთ. დაისვენეთ, ეწვიეთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, სილამაზის სალონს. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან, უსარგებლო ნივთებს ახალი პატრონები მოუძებნეთ.
თხის რქა
მეგობრებთან შეხვედრები თუ სატელეფონო საუბრები სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. ეფექტურია კოლექტიური მუშაობა, შემოქმედებითი იდეების გაცვლა. ურთიერთობაში მეტი რომანტიკა, ინტრიგა შეიტანეთ.
მერწყული
კარგი დღეა განაწყენებული ახლობლების შემოსარიგებლად, შეხვედრებისთვის. მოიკითხეთ ძველი მეგობრები. შეიძლება მათგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.
თევზები
ურთიერთობაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. აღადგინეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, მოიკითხეთ ნათესავები. გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან.