პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:07-ზე, მთვარე ქალწულშია

ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი

შეეცადეთ არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. საღამოს შეგიძლიათ მეგობრების, ახლობლების მონახულება. რომანტიკული შეხვედრა წარმატებული იქნება.

კურო

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, სიმშვიდის დამყარება ან წესრიგის აღდგენა გაგიჭირდებათ. შესაძლოა მოულოდნელი ამბები მიიღოთ. სადილობის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ, შეგიძლიათ შეხვდეთ ძველ მეგობრებს და გაატაროთ დრო თბილ კომპანიაში. შესაძლებელია მიიღოთ სასიამოვნო საჩუქრები.

ტყუპი

არაფერი დაგეგმოთ დღევანდელი დღისთვის. დაუთმეთ დღე დასვენებას და სასიამოვნო, მარტივ კომუნიკაციას. მოემზადეთ სტუმრების მოულოდნელი მოსვლისთვის, მხიარული სიურპრიზებისთვის.

კირჩხიბი

გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაატაროთ მშვიდი და მოდუნებული დღე, საკუთარ პირად საქმეებზე ზრუნვით. შეგიძლიათ დაგეგმოთ მეგობრებთან ერთად პარკში ან გასართობ ღონისძიებაზე წასვლა. გასეირნება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ლომი

დღე გამოდგება საინტერესო აქტივობებისთვის, თამაშებისთვის, ვიქტორინებისთვის. შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ ჰობის. თქვენი ოჯახი სიამოვნებით შემოგიერთდებათ და ერთად კარგ დროს გაატარებთ. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა.

ქალწული

გვერდზე გადადეთ საოჯახო საქმეები და წადით სადმე უჩვეულო ადგილას და გაერთეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 1-ლ იანვარს არ ისხდეთ სახლში, არამედ მიიღოთ ახალი დადებითი ემოციები და გახალისდეთ. მოკლე მოგზაურობები წარმატებული იქნება.

სასწორი

წარმატებული და ხელსაყრელი დღე გელით, ორიენტირებული ხართ სასიამოვნო ემოციებზე. სრული ურთიერთგაგება გექნებათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, კომუნიკაცია მარტივი და სასიამოვნოა.

მორიელი

წარმატებული დღეა, როდესაც შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეურიგდეთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. საღამო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში.

მშვილდოსანი

შეგიძლიათ შეასრულოთ საოჯახო საქმეები, შეხვდეთ მეგობრებს, ახლობლებს ან კოლეგებს. არის შანსი, მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი ან ფინანსური ჯილდო. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

თხის რქა

დილით შეიძლება შეგექმნათ მცირე პრობლემები ან გაუგებრობები. ამიტომ, უმჯობესია ლანჩამდე დაისვენოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო იდეები გექნებათ, რომელთა განხორციელებაც შეგიძლიათ. საღამო დაუთმეთ საყვარელ გატაცებას ან წადით სტუმრად.

მერწყული

არ არის გამორიცხული, რომ 1-ლი იანვრის დილა დაძაბული და ქაოსური იყოს. სიტუაცია გამოსწორდება საღამოს, როცა გაიგებთ, როგორ მოიქცეთ და რა უნდა გააკეთოთ. კარგ ამბებს მიიღებთ. შეგიძლიათ წახვიდეთ წვეულებაზე ან მეგობრებთან.

თევზები

დღე ხალისიანი და სასიამოვნოა. შეხვდებით მეგობრებს, ახლობლებს. კომუნიკაცია დადებით ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. კარგია შეთანხმება სამომავლო მოგზაურობასა თუ გეგმებზე. აქტიური სეირნობა ან ბუნებაში ყოფნა სარგებელს მოგიტანთ.