პირველი ივლისი პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:22-ზე, მთვარე 04:39-ზე ესტუმრება ლომს
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
ვერძი: დააკვირდით, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, იყავით დიპლომატიური და საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე იფიქრეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე.
კურო: მხოლოდ ის საქმეები მოაგვარეთ, რაც მატერიალურ ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ. მინიმუმამდე შეამცირეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრები და საუბარი.
ტყუპი: დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, განახორციელეთ ახალი იდეები. იყავით მზად შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.
კირჩხიბი: მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ეცადეთ, შეამციროთ ზედმეტი ხარჯი. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ლომი: საკუთარ იდეებს ყველას ნუ გაუმხელთ, მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც აპირებთ მუშაობას. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით, შინ საყვარელი ადამიანები გელოდებიან.
ქალწული: გადახედეთ ახლობლების სიას, ვის შეიძლება ენდოთ, დაგეხმაროთ სასურველის მიღწევაში და ვისთან ურთიერთობა დაგაზიანებთ. თავად იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ.
სასწორი: იყავით მომართული მიზნების, სურვილების განხორციელებაზე. მოგეცემათ შანსი, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა ან ჩაერთოთ იმ საქმეში, რაც მომავალში მოგიტანთ ფულს.
მორიელი: წარმატება გელით სახლიდან შორს, უცხოეთში. სურვილების ასრულების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, მათ ვისი ნდობაც შეიძლება და ვისაც გულს გადაუშლით.
მშვილდოსანი: გადახედეთ წარსულს, გაითვალისწინეთ ადრე დაშვებული შეცდომები და ეცადეთ, აღარ დაუშვათ. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
თხის რქა: საქმეების გამო საყვარელი ადამიანისთვის ვეღარ მოიცლით, რაც უსიამოვნებას გამოიწვევს. საქმიანი პარტნიორები დიდი დაკვირვებით შეარჩიეთ; ხელშეკრულებებიც დაფიქრების შემდეგ გააფორმეთ.
მერწყული: გააკეთეთ ის, რაც წარმატებას, ფულს მოგიტანთ. დაიხმარეთ სანდო ადამიანები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ მათ მიმართ.
თევზები: საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, თქვენი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. საყვარელი ადამიანთან ერთად განახორციელეთ ახალი იდეები. საღამოს შინაურულ წვეულებაზე მხოლოდ ახლობლებს უმასპინძლეთ.