პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:28-ზე, მთვარე კუროშია

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. დღეს კარგი ცურვა, საუნა. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

ვერძი

კარგი დღეა თქვენი სახლისთვის საინტერესო და ლამაზი ნივთის შესაძენად. ზოგი მიხვდება, რომ ფულისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. ზოგი დაზოგვას დაიწყებს, ზოგიც მიხვდება, რომ ფული მათთვის მთავარი არ არის. მოლაპარაკებები და კომუნიკაცია წარმატებული იქნება, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ასევე ბიზნესში.

კურო

შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ეს არის ენერგიული, პროდუქტიული დღე. სილამაზის სალონში ვიზიტი წარმატებული იქნება, შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე ლამაზი თქვენთვის. ეს კარგი დღეა იმისთვის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნოთ.

ტყუპი

კარგი დღეა განმარტოებით მუშაობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. სანამ რაიმე შემოთავაზებაზე დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. არ მოტყუვდეთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

კირჩხიბი

პროდუქტიული დღეა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება მცოდნე ადამიანებთან მუშაობა, კოლეგის რჩევა. შესაძლოა შემოთავაზება მიიღოთ მეგობრებისგან. მათთან შეხვედრა ნუ მოგერიდებათ, დროს კარგად გაატარებთ. მათ ასევე შეუძლიათ თქვენი დახმარება.

ლომი

ენერგია მიმართეთ სამსახურის საქმის, ასევე სახლის საქმიანობისადმი. ყველაფერი უფრო პროდუქტიული იქნება, თუ იმუშავებთ დამოუკიდებლად, განმარტოებით და მიიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. საღამო გაატარეთ ხანდაზმულ ნათესავებთან, საუბარი იქნება გულწრფელი.

ქალწული

კარგი დღეა მგზავრობისთვის; ეს შეიძლება იყოს შვებულება ან მივლინება. შეიძლება გადაწყვიტოთ დარეგისტრირდეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. გუნდში მუშაობა პროდუქტიული იქნება. საერთო მიზნები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ.

სასწორი

შესაძლოა სამსახურში ცვლილებები განიცადოთ. თუ თქვენ თვითონაც დიდი ხანია გსურთ ცვლილებები, მაშინ ამისთვის შესაფერისი დღეა. ეს შეიძლება იყოს სამსახურიდან გათავისუფლება და ახალ სამსახურში გადასვლა, მენეჯერთან საუბარი დაწინაურების შესახებ. შესაძლოა თქვენმა პარტნიორმაც განიცადოს ცვლილებები. კარგი დღეა საგადასახადო სამსახურთან და ბანკებთან ურთიერთობისთვის.

მორიელი

წინა პლანზე დგება ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგთან პროდუქტიული იქნება, ზოგთან არც ისე. ბიზნესის სფეროში კარგია სხვადასხვა თეორიებისა და იდეების განხილვა, რომლებიც გამოგადგებათ. მოიწვიეთ თქვენი პარტნიორი საინტერესო ღონისძიებაზე, რომ მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები.

მშვილდოსანი

შეიძლება იყოს გარდაქმნები როგორც სახლში, ასევე სამსახურში. მაგალითად, კარგია დაალაგოთ თქვენი მაგიდა, კომპიუტერი და წაშალოთ არასაჭირო ფაილები. ეს ასევე კარგი დღეა ექიმთან კონსულტაციისთვის, ყოველდღიურ რუტინაში ცვლილებების შეტანისა და უსარგებლო საკვებისგან თავის დანებებისთვის.

თხის რქა

დღე უფრო შესაფერისია რომანტიკისთვის, ვიდრე სამუშაოსთვის. დაურეკეთ საყვარელ ადამიანს, უთხარით, რამდენად ძვირფასია თქვენთვის, ნუ დაზოგავთ კეთილ, სასიამოვნო სიტყვებს. კარგია ამ დღეს დაგეგმოთ პარტნიორთან ერთად გასართობ ღონისძიებაზე დასწრება, კრეატიული ადამიანები განიცდით შთაგონების მოზღვავებას.

მერწყული

ხელსაყრელია დღე დაუთმოთ მიმდინარე საქმეებს და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას. შეიძლება ბევრი მცირე სამუშაო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება მისი დროულად დასრულება. კარგი დღეა დიეტის და ვარჯიშის დასაწყებად. ჩართეთ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ რუტინაში. ნათესავების პრობლემების მოგვარებაც პროდუქტიული იქნება, იზრუნეთ მათზე.

თევზები

კარგი დღეა. ბევრია კომუნიკაცია და გადაადგილება. ნუ იჯდებით სახლში, გადით ხალხში. კრეატიული პროფესიის ადამიანებს, მათ, ვინც ბავშვებთან მუშაობს ან საკუთარი ბიზნესი აქვს, ნაყოფიერი დღე ექნებათ. კარგია, 1-ლ ივლისს საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ და მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად.