პირველი ივნისი, შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 02:58-ზე, მთვარე ვერძში იქნება 07:28-დან
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი
წარმატებული იქნებით, თუ ბიზნესში ფანტაზიას გამოიჩენთ და საკითხებს არატრადიციულად მიუდგებით. სასარგებლოა იყოთ პროაქტიული და შესთავაზოთ საკუთარი მეთოდი: თქვენი ზოგიერთი იდეა მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება და მოგებას მოგიტანთ. დაიწყეთ შვებულების დაგეგმვა, განიხილეთ დეტალები თქვენს საყვარელ ადამიანებთან.
კურო
შესაძლოა, რომელიმე მოვლენამ აგაღელვა და რაციონალურად აზროვნებაში შეგიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის პირველი ნახევარი მოდუნებულად გაატაროთ, დიდხანს იძინოთ და ძალები აღიდგინოთ. საყვარელ ადამიანთან გაქვთ სრული ურთიერთგაგება, კარგი დროა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ტყუპი
მარტოხელა ტყუპისთვის კარგი დღეა განსაკუთრებული ადამიანის შესახვედრად. ნუ იტყვით უარს მოწვევაზე, იყავით უფრო აქტიური უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ასევე დაუთმეთ დრო თქვენი სახლის დასუფთავებასა და მოწესრიგებას. შეგიძლიათ იფიქროთ მოგზაურობაზე.
კირჩხიბი
დღეს უნდა აჩვენოთ თქვენი დიპლომატიური კომუნიკაციის უნარი, კეთილგანწყობა და ინტერესი თანამოსაუბრის მიმართ. ეს დაგეხმარებათ სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში და წინსვლაში კარიერულ თუ პროფესიულ სფეროში. თუმცა, თუ შესაძლებელია, გაატარეთ დღე მშვიდად და მოდუნებულად.
ლომი
ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ აქტიურად გაატაროთ დღე და დაასრულოთ რთული ან უსიამოვნო საქმეები, რომლებიც მუდმივად გადადებულია. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით თავაზიანი და გამოიჩინეთ ტაქტი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ 1 ივნისს დაწყებული ჩხუბი დიდხანს არ დასრულდება.
ქალწული
კაშკაშა ემოციების მიღებისა და თავგადასავალში ჩართვის სურვილი ამ დღეს დამახასიათებელი იქნება. გამოიჩინეთ თავშეკავება, იფიქრეთ შედეგებზე. თუ დღეს გჭირდებათ მუშაობა, ნუ მოგერიდებათ იყოთ უფრო აქტიური და შესთავაზოთ თქვენი იდეები ან გეგმები გარშემო მყოფებს. კოლეგები აუცილებლად მოგისმენენ.
სასწორი
პარტნიორთან ურთიერთობაში გაუგებრობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი ან წყენა. გამოხატეთ საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ, ისაუბრეთ ღიად იმაზე, რაც გაწუხებთ. ზოგიერთ სარისკო აქტივობაში მონაწილეობამ შეიძლება ფინანსურ ზარალამდე მიგიყვანოთ.
მორიელი
დღეს შესაძლოა თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიღოთ. თუმცა, რეალისტურად უნდა შეაფასოთ თქვეი შესაძლებლობები: არის შანსი, ვერ გაართვან თავი პასუხისმგებლობებს და მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. 1-ლი ივნისის საღამო შესაფერისია მშვიდი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.
მშვილდოსანი
გადადეთ ყველა სამუშაო საკითხი სხვა დროისთვის და დღეს მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. არ გირჩევთ აზარტული თამაშს ან კამათს წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩერება გაგიჭირდებათ. საღამოს შეიძლება იყოს სიურპრიზები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.
თხის რქა
რაც არ უნდა გადაწყვიტოთ დღეს, მიუდექით პრობლემას შემოქმედებითად. იგივე ეხება თქვენს პირად ცხოვრებას: მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი თქვენს საყვარელს ადამიანს, მოამზადეთ სპეციალური ვახშამი. თუ შვებულებაში მიდიხართ, დაიწყეთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა.
მერწყული
გაატარეთ დღე აქტიურად, ითამაშეთ შვილებთან ერთად, განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები კოლეგებთან და მოემზადეთ შემდეგი სამუშაო კვირისთვის. თქვენს ახლობლებს ყურადღება სჭირდებათ: მოაწყვეთ უჩვეულო საღამო მათთვის, ისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე.
თევზები
დღევანდელი დღისთვის შეარჩიეთ ის აქტივობები, რომლებიც ნამდვილად მოგწონთ და გსიამოვნებთ. ახალი ნათელი ემოციები ხელს არ შეუშლის თქვენს პირად ურთიერთობებს. მოაწყვეთ უჩვეულო სიურპრიზი, წადით საინტერესო ადგილას, გაერთეთ. შვებულებაზე საუბარი განწყობას აგიმსუბუქებთ.