პირველი ნოემბერი, სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 16:20-ზე, მთვარე მერწყულშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
ვერძი: მატერიალური მდგომარეობა შეეცვლება თქვენს მეუღლეს, საქმიან პარტნიორს, ვისზეც თქვენ ხართ დამოკიდებული. საღამოს საინტერესო ადამიანთან გელით შეხვედრა.
კურო: შეიძლება გაიგოთ, რომ პარტნიორები მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავენ. დაკვირვებული იყავით საქმიანი შეხვედრის დროს. დაიწყეთ ახალი საქმეები, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
ტყუპი: იზრუნეთ ოჯახის წევრებზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე; დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოიცილეთ მავნე ჩვევები; გათავისუფლდით დამოკიდებულებებისგან.
კირჩხიბი: ახალდაწყებული საქმეების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. დაეხმარეთ კოლეგებს სირთულეების დაძლევაში. თუ ფული თვალსა და ხელს შუა გიქრებათ, აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი.
ლომი: რაც უფრო კომუნიკაბელური იქნებით, მით მეტ კარგ საქმეს გააკეთებთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. მათთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები.
ქალწული: უამრავ დროს ხარჯავთ გზაში და კარგი იქნება, თუ მგზავრობის დროს შემეცნებითი საქმიანობით, თუნდაც უცხო ენიდან ახალი სიტყვების სწავლით გაირთობთ თავს.
სასწორი: საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან რთული საკითხების მოგვარებას მშვიდობიანი გზებით შეძლებთ. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა.
მორიელი: საქმიანი შეხვედრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვან ამბებს გაგებთ. გადაწყვეტთ პირადი ურთიერთობის ან პროფესიის შეცვლას. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და მიზნამიმართულად.
მშვილდოსანი: დღეს დაგეგმეთ და განახორციელეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. საღამო გაატარეთ მშვიდ გარემოში, მოერიდეთ ხმაურიან შეკრებებს, უცხო ადამიანებთან შეკამათებას.
თხის რქა: უსაფრთხოების ნორმების დაცვა გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ტექნიკასთან მუშაობის დროს. საღამოს არ დაიტვირთოთ რთული საქმეებით.
მერწყული: საქმიანი შეხვედრებისა და კონტრაქტების გაფორმების დღეა. განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ. იყავით მომართული თქვენი უფლებების დაცვაზე, რეპუტაციის გაუმჯობესებაზე.
თევზები: უამრავი საქმე და ვალდებულება დაგიგროვდათ შესასრულებელი და იყავით ყურადღებით, რომ არაფერი გამოგრჩეთ. საღამო მშვიდ საქმიანობას დაუთმეთ. უმჯობესია, თუ უცხო ენის გაღრმავებაზე დაფიქრდებით.