პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოემზადეთ, ცვლილებების დღეა. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.

ტყუპი

ნუ დაკარგავთ დროსა და ძალებს ილუზიებზე. რეალური საქმეებით დაკავდით.

კირჩხიბი

დღეს საკუთარ თავს გარშემო მყოფებზე მაღლა დააყენებთ, იმდენად მცირე მოგეჩვენებათ მათი აზრები, საქმეები, მისწრაფებები. შეეცადეთ, არ გათქვათ თქვენი აზრები, რათა გული არ ატკინოთ მათ.

ლომი

დღეს შეიძლება ზოგმა რჩევისთვის, ზოგმა დახმარებისთვის მოგმართოთ. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ. ამასთანავე, მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

ქალწული

დღეს მეგობრული ატმოსფერო დაგხვდებათ ყველგან. ეცადეთ, თავად არ გააფუჭოთ ყველაფერი.

სასწორი

საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ. თუ არ გსურთ გაგაკრიტიკონ.

მორიელი

თუ დაელოდებით, როდის მოგიკაკუნებთ წარმატება კარზე, სიბერემდე მოგიწევთ ლოდინი. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იმოქმედეთ. დღეს დაწყებული საქმეები კარგი შედეგებით დასრულდება.

მშვილდოსანი

დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებთ. უმჯობესია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადოთ, ვიდრე საქმიან შეხვედრაზე ჩამოგეძინოთ.

თხის რქა

რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქციევთ გარშემო მყოფებს, მით ნაკლებად მოგეშლებათ ნერვები. ეცადეთ მოვლენებს მხოლოდ დააკვირდეთ და დაელოდოთ მათ განვითარებას.

მერწყული

დღეს მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. ამასთანავე, გაფრთხილდით, არსად არაფერი დაგრჩეთ.

თევზები

დღეს გამართლდება თქვენი ნათქვამი, – "მე ხომ ვამბობდი", მაგრამ ზედმეტად ნუღარ გაამწვავებთ ურთიერთობას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით