პირველი ოქტომბერი, მთვარე მერწყულშია: განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ

პირველი ოქტომბერი, მთვარე მერწყულშია: განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:39-ზე, მთვარე მერწყულში გადავა 23:48-ზე

ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება.

რეკომენდებულია: იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ.

არ არის რეკომენდებული: ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე.

ჯანმრთელობა: ხერხემალი აქტიურია.

კვება: დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.

მოგზაურობა: თუ გრძნობთ, რომ ენერგიით ხართ გადატვირთული, მაშინ თავისუფლად წადით სამოგზაუროდ, ლაშქრობაში.

ურთიერთობები: დღე ხელსაყრელად დასაოჯახებლად. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.

დღის მინერალები: ცეცხლოვანი ოპალი, ჰემატიტი, კარნელინი.

  • მთვარე მერწყულშია

იღვიძებს ინტერესი ახლის მიმართ. თავში მოულოდნელი იდეები ჩნდება. კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას.

აქტიური ორგანოები: წვივები, ტერფები, ვენები, გამომყოფი სისტემა.

კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის თქვენთვის კარგი.

საოჯახო საქმეები: კარგია ნივთების ქიმწმენდაში ჩაბარება. თუ გსურთ, სახლს დადებითი ენერგია ჰქონდეს, გაწმინდეთ ფანჯრები და ოთახები გაანიავეთ. საუკეთესოა პატარა ზეიმის მოწყობა, ღვეზელის გამოცხობა და საყვარელი ადამიანების მხიარულ წვეულებაზე მოწვევა.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია თმის შეღებვა; შეჭრა არა. მოერიდეთ სახის წმენდას ან ნიღბების გაკეთებას. კარგია ფრჩხილების მოვლა.