ავტორი:

პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 14:56-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ვერძი: პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტი დაკვირვება გმართებთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი, საყიდლები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

კურო: დღე ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც მოაგვაროთ და საოჯახოც. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან. არ გირჩევთ წვრილმანების გამო გაჯიუტებას.

ტყუპი: პროფესიული საქმეების პარალელურად შემოქმედებითი იდეების განხორციელებაც მოგინდებათ. ჩართეთ საქმიანობაში ბავშვებიც. ერთად უფრო მხიარულად გაატარებთ დროს.

კირჩხიბი: საყიდლების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, მშობლებზე ზრუნვას. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, უმასპინძლეთ ნათესავებს და სამზადისში აიყოლიეთ ბავშვებიც.

ლომი: შეხვედრების და მიმოწერების დღეა. ზოგიერთს მოგიწევთ ქალაქგარეთ გამგზავრება, მივლინება. საღამოს შეეხმიანეთ დედმამიშვილებს. იყავით მათ მიმართ მეტად მზრუნველი.

ქალწული: მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრეთ. გამონახეთ დრო საყიდლებისთვისაც; შეიძინეთ ის, რაზეც ოცნებობდით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი იქნება თუ ერთად გასეირნებთ ქალაქში.

სასწორი: დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება მოგინდებათ. დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და უმჯობესია, პოზიტიურად იყოთ, გაიღიმოთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.

მორიელი: სამსახურის საქმეებით გადატვირთული მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს ოჯახის წევრებთან. საღამო მშვიდ გარემოში, განმარტოებით გაატარეთ, სასიამოვნო საქმით დაკავდით.

მშვილდოსანი: საუკეთესო დღეა მეგობრებთან შესახვედრად და მხიარულებისთვის. კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით. მოერიდეთ რთული ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

თხის რქა: დასვენებას ვერ მოახერხებთ, ფიქრები მაინც საქმისკენ გაგექცევათ. დღეს უნდა შეაჯამოთ მთელი კვირის მოვლენები და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, მოაწესრიგოთ დოკუმენტები.

მერწყული: ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, თუ რამე პირველ ჯერზე არ გამოგდით, ხელს ნუ ჩაიქნევთ. მეტი დაკვირვება გმართებთ საქმეებისა და სწავლის მიმართ.

თევზები: დილა საქმიანი, ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ და საღამო - რომანტიკას. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად გაისეირნებთ ქალაქგარეთ. ეს დაგეხმარებთ მთელი კვირის დაძაბულობისგან გათავისუფლებაში.