კურო
მოერიდეთ საქმეების გარჩევას ახლობლებთან და კოლეგებთან. უმნიშვნელო უსიამოვნებაც კი შეიძლება ჩხუბის მიზეზად გექცეთ. არ გირჩევთ მსხვილ საყიდლებს.
ტყუპი
რთული საქმეებსაც მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა. შეიძლება ავტოსალონში ან ავტოსერვისში მოგიწიოთ შევლა. კარგი დღეა ბიზნესმენი, მედიკოსი და სპორტსმენი ტყუპისთვის.
კირჩხიბი
მოერიდეთ დაუფიქრებელ და სპონტანურ ქცევებს. აგრეთვე ფულის ფლანგვას.
ლომი
ენერგიული ხართ და გარშემო მყოფებისგანაც სწრაფ მოქმედებას ითხოვთ. ნუ იქნებით აგრესიული, ეჭვიანი. კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ. მაქსიმალურად გაფრთხილდით, სტრესული და ტრავმული დღე გელით. დღის ბოლოს მაქსიმალურად დაისვენეთ.
ქალწული
სასიყვარულო, ნათესაური და ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით გართული. არ გაამხილოთ იდეები, რომელიც წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
სასწორი
მოერიდეთ ფულის დაბანდებას, საქმეებში არ გარისკოთ. ზოგიერთებს მემკვიდრეობის, უძრავი ქონების საკითხების მოგვარება გაურთულდება.
მორიელი
მოწინააღმდეგეებს მარტივად ჩამოიშორებთ და სასურველს მაინც მიაღწევთ. არ მოიშალოთ ნერვები უაზრობებზე. შეყვარებული მორიელები საყვარელ ადამიანს ქცევით დაუმტკიცებენ გრძნობას.
მშვილდოსანი
წარმატებისთვის ყველა პირობა გაქვთ შექმნილი. მთავარია, სიზარმაცე დაძლიოთ. მშვიდად შეხვდით პრობლემას ფინანსურ საკითხში და სასიყვარულო ფრონტზე.
თხის რქა
შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე გელით, მაგრამ ფინანსურ დანახარჯსაც ვერ აიცილებთ, თუ თქვენთვის დამახასიათებელ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ და აზარტულ ქმედებაში (თამაშში) ჩაერთვებით.
მერწყული
სანამ ვინმეს ბრძოლას გამოუცხადებთ, კარგად შეისწავლეთ საკუთარი შესაძლებლობები. არ გამოიჩინოთ ინიციატივა. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.
თევზები
პირველ რიგში ტექნიკური, სამედიცინო და საოჯახო საკითხები მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.