ავტორი:

პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი სექტემბერი, ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 12:37-ზე, მთვარე მორიელშია

მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ვერძი: ცვლილებები გელოდებათ საქმიან სფეროში. შეიძლება თავადაც გამოავლინოთ ინიციატივა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ - საქმეებში, კოლეგებთან ურთიერთობაში, პროექტებში. დაკვირვებით წარმართეთ მოლაპარაკებები. მოერიდეთ აგრესიულობას, საჭესთან - სიჩქარის გადამეტებას.

კურო: დღეს სამსახურშიც ბევრი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და საოჯახო ვალდებებულებიც შესასრულებელი. ნუ ჩაიდებთ გულში შიშს, ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდებით. ბავშვები თავიანთი წარმატებით გაგახარებენ.

ტყუპი: სიტუაცია ხშირად შეიცვლება და თავადაც უნდა ეცადოთ, მის მიხედვით იმოქმედოთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ შვილების გვერდით ან მეგობრებს უმასპინძლოთ შინ.

კირჩხიბი: არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას. მოთმინებით აღიჭურვეთ, თუ ყველაფერი თქვენებურად არ შესრულდება. დღეს უმჯობესია, საოჯახო საქმეებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე სამსახურებრივს. მოგინდებათ ფულის ხარჯვა ოჯახის წევრებისთვის.

ლომი: მოერიდეთ ექსპერიმენტებს. უმჯობესია ნაცადი საშუალება გამოიყენოთ მუშაობისას. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. კარგი მოსაუბრე ხართ და თუ მოინდომებთ, ნებისმიერ ადამიანს მოკავშირედ გაიხდით.

ქალწული: ვალდებულებები მოგემატებათ სახლშიც და სამსახურშიც. შეიძლება კოლეგების საქმეებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს. იყავით დაკვირვებული, ყველაფერი გადაამოწმეთ. პასუხს თქვენ უფრო მოგთხოვენ, ვიდრე სხვას.

სასწორი: მოგინდებათ სახის მოლამაზება, მეტი ჰარმონიულობა. კარგი იქნება, თუ განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს, მორთავთ ინტერიერს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

მორიელი: დღეს ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ, ემოციებს ნუ აჰყვებით. მოგინდებათ კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება და განმარტოებით მუშაობა. გამორიცხული არაა, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, სადაც თამამად გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს.

მშვილდოსანი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. აუცილებლად დაესწარით მხიარულ წვეულებებს, შეხვდით საინტერესო ადამიანებს და გაესაუბრეთ, თქვენთვის ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

თხის რქა: საქმეების შესრულების და ახალი პროექტების დაწყების დღეა. ენერგიული და მიზანმიმართული ხართ და ვალდებულებების რაოდენობა ვერ შეგაშინებთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აი, ფულის ფლანგვას დღეს არ გირჩევთ.

მერწყული: მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ეს დაგეხმარებათ უსიამოვნო ფიქრების მოცილებაში. იყავით კეთილგანწყობილი ახალგაცნობილების მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.

თევზები: ცვლილებების დღეა. მოგინდებათ სასიამოვნო სიახლეების დანერგვა სახლშიც და სამსახურშიც. მოერიდეთ ხალხის მასებში ყოფნას. მეგობრებთან საუბრისას ახალი შემოქმედებითი იდეები დაგებადებათ. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.