პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარი მიზნების მისაღწევად გარშემო მყოფების დახმარება დაგჭირდებათ. ეცადეთ, გამოცდილი ადამიანები შემოიკრიბოთ და სხვების მსგავსად, თქვენც გულისხმიერად იმუშაოთ.

ტყუპი

ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, მშვიდად და ყურადღებით იმუშავეთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

კირჩხიბი

დღეს სახლში ოჯახის წევრების მაგივრად მოგიწევთ საქმეების შესრულება; სამსახურში – კოლეგების. მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

ლომი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეიძლება ახალი საქმიანობაში, პროექტში ჩაერთოთ. აგრეთვე კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ქალწული

დღეს მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. ნუ შეგაშინებთ გარშემო მყოფთა კრიტიკა. დღეს საწინააღმდეგო სქესისგანაც იგრძნობთ ყურადღებას.

სასწორი

ნუ დაისახავთ გრანდიოზული გეგმების განხორციელებას, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ისიც ყურადღებით აწარმოეთ. ეცადეთ, დაწყებული საქმეები მომავლისთვის არ გადადოთ, დღესვე დაასრულოთ.

მორიელი

კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. აგრეთვე, ფულის დასაბანდებლად. უძრავი ქონების საკითხი ნათესავებთან კონსულტაციის შემდეგ მოაგვარეთ.

მშვილდოსანი

დღეს ყველა საიდუმლოს ფარდას ახდით, მაგრამ ზოგიერთის გაგება მაინცდამაინც არ გესიამოვნებათ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.

თხის რქა

რომანტიკული ამბები სამსახურის საქმეებსაც კი დაგავიწყებთ. საინტერესო ადამიანთან ნაცნობობა შეიძლება დიდ რომანში გადაიზარდოს. შეხვედრა მოსალოდნელია მივლინების ან მოგზაურობის დროს.

მერწყული

დღეს შეცდომების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმუშაოთ და განსაკუთრები დოკუმენტებთან მუშაობისას, საბუთების შევსებისას.

თევზები

დროა, დაფიქრდეთ, სწორი გზით ვითარდებით თუ არა. წარმატების მომტანია თუ არა ის საქმიანობა, რომელიც აირჩიეთ. დროულად იმოქმედეთ, თუ რაიმეს შეცვლას აპირებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით