კურო
დასვენების დღის მიუხედავად მაინც შრომა მოგიწევთ. ეცადეთ, მუდმივი მოუცლელობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.
ტყუპი
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. არ დაიზაროთ და გადაამოწმეთ ფინანსური დოკუმენტები.
კირჩხიბი
ოპტიმისტურად განეწყვეთ. მიზანმიმართულად იმოქმედეთ და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ.
ლომი
ოჯახური საქმეები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა ახალ ბინაში გადასასვლელად, რემონტის დასაწყებად.
ქალწული
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ და იუმორში გაატარეთ ყველაფერი.
სასწორი
მოერიდეთ რისხვას, სამაგიეროს გადახდას. სანამ წარსულს არ გამოასწორებთ, ვერ განვითარდებით.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, დაეხმარეთ პრობლემების მოგვარებაში; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გასააზრებლად და გამოსასწორებლად. პასიურად დაისვენეთ.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საკუთარი თავისა და ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ.
მერწყული
დღეს გარშემო მყოფებისთვის მშვიდობისმოყვარე, შემრიგებელი იქნებით. დაეხმარებით პრობლემების მოგვარებაში.
თევზები
გათავისუფლდით არაფრისმომცემი ვალდებულებებისა და ურთიერთობებისგან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.