ავტორი:

პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები

პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები

ივლისის მოვლენები ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს. გველოდება საინტერესო ცვლილებები და ზოგი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი. ამიტომ მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ რა მოხდება ზაფხულის ცხელ თვეში:

22 ივლისამდე მზე კირჩხიბის ზოდიაქოშია. კირჩხიბებო, გილოცავთ, ახლა თქვენი დროა, უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად, გამარჯვებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. სანამ მზე კირჩხიბს გადის, მეტი დრო უნდა დავუთმოთ ოჯახს, ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, ნათესავებთან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. მიაქციეთ ყურადღება კვებას, უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს. ხშირად მოამზადეთ გემრიელი სადილ-ვახშამი და უმასპინძლეთ ნათესავებს, მოაწყვეთ ოჯახური შეკრებები.

9 ოქტომბრამდე სიყვარულის პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოშია და აქვე იქნება რეტროგრადული 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. ლომში მყოფი ვენერა არის ქარიზმატული, მეფური, ცეცხლოვანი, რომანტიკული და შემოქმედებითი; მოსწონს საკუთარი თავის მოლამაზება, ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, იზიდავს ელიტურ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. საუკეთესო დროა რომანტიკული პაემნების მოსაწყობად. გადახედეთ თქვენს შემოსავალს, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ, რა მოგიტანთ ფულს. მოერიდეთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ დაბრუნდნენ ყოფილები ან ის სიტუაცია, რაც წარსულში გქონდათ. სასიყვარულო ასტროპროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

6 დეკემბრამდე ნეპტუნი რეტროგრადულია თევზების ზოდიაქოში (გადავიდა პირველ ივლისს). ნუ ენდობით გადაუმოწმებელ, ბუნდოვან ინფორმაციას და რაც მთავარია, ნუ გაავრცელებთ ასეთს. შეიძლება შეფერხდეს შემოქმედებითი იდეების განხორციელება. იყავით ფრთხილად წყალთან, ალკოჰოლთან, მედიკამენტებთან.

სამ ივლისს, 15:39-ზე სუპერსავსემთვარეობას ველოდებით თხის რქის მე-12 გრადუსში. ამ დროს მზე კირჩხიბშია და მთავარე - თხის რქაში. უნდა დაარეგულიროთ ოჯახისა და კარიერის საკითხები; დაიცავით ბალანსი. ამ მოვლენაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ახალ მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის საქმეების დასრულების, შედეგის მიღების დროს. იყავით მომართული კარიერულ მიღწევებზე, დაწინაურებაზე. იყავით პასუხისმგებლიანი და გეგმაზომიერი, ნუ გაფანტავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე. გამონახეთ საჭირო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება ოჯახის წევრებთან, გამოთქვით ის, რაც გაწუხებთ, ნუ ჩაიდებთ წყენას გულში.

10 ივლისიდან 27 აგვისტომდე მარსი ქალწულში იქნება. 10-მდე მარსი ლომშია, ამბიციურია და ბობოქარი, არავის პატიობს არასწორად ნათქვამს, მებრძოლია, რაინდი. ქალწულში კი მეტად ორიენტირებული იქნება საქმის მოგვარებაზე. აკურატულია, მეთოდური, შრომისმოყვარე, ორიენტირებული დეტალებზე. ურჩევნია, ნელა და მეთოდურად აკეთოს თავისი საქმეები. ამ პერიოდში კარგი იქნება საოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება

11-29 ივლისს მერკური ლომს ესტუმრება. 11-მდე მერკური კირჩხიბშია და ამ დროს ადამიანის საუბარი მეტად ემოციურია, ადამიანები - სენსიტიურები ხდებიან. მეტ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებს, მოსაუბრის განწყობას. მერკურის კირჩხიბში ყოფნის დროს შეიძლება გაირკვეს ოჯახური საიდუმლოებები. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ნათესავებთან კონტაქტს. ლომში მერკურს მოუნდება საკუთარი აზრის ხმამაღლა და არტისტულად დაფიქსირება. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

17 ივლისს, 22:32-ზე კირჩხიბის 25 გრადუსში გველოდება ახალმთვარეობა. ამ დღეს მზეც და მთვარეც კირჩხიბშია. მოიმატებს სენსიტიურობა, პარტიოტულობა. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. დამოკიდებულების გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები, არ გირჩევთ ბუნდოვანებას. შეიძლება ყველაფერი ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. ამიტომ, გქონდეთ სათადარიგო გეგმა. გახშირდება ფიზიკური შრომის, აქტიურობის აუცილებლობა.

18 ივლისს კარმული კვანძები (მათ აღმავალ-დაღმავალსაც უწოდებენ და რახუ-ქეთუსაც) ნიშნებს იცვლიან და 2025 წლის 12 იანვრამდე სასწორი-ვერძის ღერძზე გადადიან. ეს არის ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. აქამდე მზისა და მთვარის დაბნელებები გვქონდა კურო-მორიელის ღერძზე და ახლა გვექნება სასწორი-ვერძის. ამ მოვლენაზე მოგვიანებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ. მანამდე გეტყვით, რომ აღმავალი გადადის ვერძში და უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, ახლა სხვისი, - პარტნიორების, მეგობრების, ნათესავების იმედი ვერ გექნებათ. უნდა შეძლოთ სიახლეებში სწრაფად გარკვევა.

22 ივლისს პლუტონი მზეს უპირისპირდება. ასპექტი აქტიურია 17-22 ივლისის პერიოდში. მოერიდეთ დაპირისპირებას გავლენიან, სტატუსიან ადამიანებთან. არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ძალაუფლების წარმომადგენლები, მოხდეს დაპირისპირება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ პერიოდში მოსალოდნელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანებთან, სამსახურში დაძაბული ურთიერთობები. ამ დღეებში უმჯობესია არ დაგეგმოთ მოლაპარაკებები, მივლინება, ვიზიტები ოფიციალურ ორგანოებში. შეიძლება შეგექმნათ ზეწოლის, უსამართლობის, შეგრძნება. იზრდება ტერორისტული თავდასხმების, კატასტროფების ალბათობა, გახშირდება კონტაქტი აგრესიულ პიროვნებებთან, კრიმინალურ ელემენტებთან. ეცადეთ, არ ეწვიოთ ხალხმრავალ, საშიშ ადგილებს.

23 ივლისს მზე ლომში გადავა და დარჩება 23 აგვისტომდე. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, დღესასაწულების, ფესტივალების, წვეულებების მოსაწყობად. იმატებს რომანტიკულობა და მოგინდებათ პაემნების მოწყობა. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაისვენებთ, გამონახავთ დროს ჰობისთვის, გართობისთვის. უნდა მოექცეთ ყურადღების ცენტრში; გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.

26 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით იხსნება ლომის კარიბჭე, იწყება პლანეტარული ახალი წელი. ლომის მეფობის დროს ცაზე საინტერესო მოვლენა ხდება: მზე და სირიუსი ერთ ღერძზე განლაგდებიან, მათ ხანდახან ორი მზის პერიოდსაც ეძახიან, პლანეტარულ ახალ წელს. ამ პერიოდში დაგეგმეთ მხოლოდ საუკეთესო საქმეები: დღესასწაული, წვეულება, გამოფენა. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, დაიმუხტოთ ენერგიით.

29 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე მერკურს უმასპინძლებს ქალწული. მერკური ქალწულის მმართველია, აქვე მოუწევს რეტროგრადული სვლა. საუკეთესო დროა ანალიტიკური, დეტალური სამუშაოსთვის. მოიმატებს პროფესიულობა, აკურატულობა და დაკვირვებულობა. დაიწყეთ იმის შესწავლა, რაც გამოგადგებათ ცხოვრებაში, პროფესიაში; მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.

ივლისში ელექტრონივთების, გაჯეტებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვისთვის კარგი დრია 5-9 ივლისი და განსაკუთრებით 7. ხოლო საყიდლებზე წასვლას არ გირჩევთ 21-26 ივლისს და განსაკუთრებით 22-24-ში. ამავე პერიოდში ასევე არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, დაპირებების გაცემას.