პლანეტების დიდი ანუ გრანდიოზული აღლუმი გველოდება, ასტრონომიული მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, რადგან მომდევნო ჯერზე მხოლოდ 15 წლის შემდეგ იქნება. ამ დღეს შეძლებთ არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ციური ფენომენით, არამედ პლანეტების ენერგიით დაიმუხტოთ.
როდის გაიმართება პლანეტების დიდი აღლუმი?
პლანეტების დიდი აღლუმი მოხდება პარასკევს, 2025 წლის 28 თებერვალს. გრანდიოზულ აღლუმში მზის სისტემის შვიდი პლანეტა იქნება "ზედიზედ" განლაგებული: სატურნი, მერკური, ნეპტუნი, ურანი, ვენერა, მარსი და იუპიტერი. ამ დღეს კარგია ბუნებაში გასვლა (თუ ამინდი შესაფერისი იქნება), ენერგიით ავსება, თილისმების დამუხტვა.
პარასკევს დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა; დაწერეთ მიზნებისა და განზრახვების სია. შემდეგ გაანაწილე ისინი პრიორიტეტებისა და ცხოვრების სფეროების მიხედვით. და რაც მთავარია, მიუთითეთ დრო, რომელშიც გსურთ მათი დასრულება: კვირის/თვის/წლის ბოლომდე ან სხვა პერიოდის განმავლობაში. უნდა არსებობდეს დროის ჩარჩო. როცა ყველაფერს დაწერთ, ფურცელი დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.
ამ დღისთვის შეგიძლოიათ წინასწარ მოამზადოთ კერძები და შესაფერისი ფერის სანთელი, რომელსაც აანთებთ სურვილის დაწერის დროს (მწვანე სანთელი ფინანსების მოსაზიდად, წითელი - სიყვარულის). ალკოჰოლური სასმელები ამ დღეს აკრძალულია: გონება უნდა დარჩეს სუფთა. აგრეთვე კარგი იქნება საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, მხიარულება, ერთმანეთისთვის სიყვარულის, მზრუნველობის გაზიარება. შინ კი შეიქმენით ყველაზე ხელსაყრელი გარემო. აანთეთ სურნელოვანი სანთლები, ჩართეთ სასიამოვნო მელოდია. მიირთვით რამე გემრიელი და რაც მთვარია, იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ.