ავტორი:

პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში

პლუტონი მერწყულში გადადის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში

2023 წლის 23 მარტს პლუტონი მერწყულში ნიშანში გადავა და დარჩება 2043 წლამდე. ამ დღიდან სამყარო სრულიად განსხვავებულად დაიწყებს ცხოვრებას. სამყაროს ელოდება პროგრესი, ისეთი, რომლის წარმოდგენაც ახლა არ შეგვიძლია. მოხდება განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჩვენც უნდა შევძლოთ სწრაფად გავერკვეთ სიახლეებში.

პლუტონი - არის ჩვენი სამყაროს უშიშარი, დაუნდობელი, ძლიერი და მწმენდავი. კონკრეტულ ნიშანში ტრანზიტის დროს, პლუტონი ანგრევს იმას, რაც არის დრომოჭმული, რაც არ საჭიროებს გადარჩენას, რაც უსიცოცხლოა. მერწყულში გადასვლამდე პლუტონი იქნება თხის რქაში და ამ ნიშნიდან გამოსვლამდე მოასწრებს ცვლილებებს იერარქიულ სამყაროში. მოახდენს ძველი სისტემის დანგრევას. მერწყული არის თავისუფლების, სოციუმის, პროგრესის, მეცნიერების, ტექნოლოგიების სიმბოლო და პლუტონის ტრანზიტის დროს მოხდება ძირეული ცვლილებები ამ სფეროებში.

ახლა ისედაც მერწყულის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც პროგრესი იგრძნობა და მერე უფრო შესამჩნევი გახდება, რომ რეალობა თვალს დ ხელს შუა იცვლება. შეიცვლება ადამიანების, აზროვნება საზოგადოება და მისი შეხედულებები. შეიცვლება კოლექტიური და სოციალური სფეროები. შეიცვლება დამოკიდებულება ადამიანსა და სოციუმს შორის. თავისუფლებას სულ სხვა ღირებულება მიენიჭიება; უმეტესობას მოუნდება საკუთარი პირადი სივრცის დაცვა. ერთი სფეროს, ინტერესების, მიზნების, იდეების მქონე ადამიანებს კი მოუნდებათ ერთ ჯგუფში გაწევრება. სხვათა შორის, ასეთი ჯგუფები უკვე დღეს იქმნება, თუნდაც სოციალურ ქსელებში, ადამიანები ერთიანდებიან ერთმანეთის ან კონკრეტული ადამიანის დასახმარებლად; საერთო იდეის, მიზნებისთვის.

სამყარო მეტად ლიბერალური და ტოლერანტული გახდება. ადამიანებს მოუნდებათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, სურვილები. ადამიანებს თავისუფლად არსებობის და განვითარების სურვილი გაუჩნდებათ: ნაკლები ყურადღება მიექცევა ასაკობრივ შეზღუდვას. გახშირდება რაღაც ახლის შესწავლის, საკუთარი შესაძლებლობის სხვადასხვა სფეროში გამოხატვის სურვილი და ასაკს აღარ ექნება მნიშვნელობა და აკრძალვა. ადამიანებს მოუნდებათ ურთიერთობა, მოგზაურობა, ახალი სამყაროს გაცნობა და შეცნობა. მერწყულში პლუტონის გადასვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვლის შეხედულებებს და დაკანონდება ერთსქესიანთა ქორწინება. ადამიანები მეტად დააფასებენ სხვა ადამიანების თავისუფლებასა და შეხედულებებს.

პლუტონის მერწყულში ყოფნის დროს შესაძლებელია დაიშალოს ზოგიერთი ალიანსი და კავშირი და ქვეყნების ჯგუფი გაერთიანდეს პოლიტიკური შეხედულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოების; ეკონომიკური სარგებლის ან სხვა მოსაზრებების მიხედვით.

მერწყული არის პროგრესი, განვითარება და პლუტონის 20-წლიანი სტუმრობის დროს მივიღებთ ფანტასტიკურ შედეგებს მეცნიერების სფეროში. გაიხსნება ის კარი, რომელიც აქამდე დახურული იყო. ინტერნეტი იქნება მსოფლიოს ყველა წერტილში და ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. გამორიცხული არაა, რომ შეიცვალოს ინტერნეტკომუნიკაციაც და ამისთვის გამოიგონონ ახალი გაჯეტები. ცვლილებები შეეხება კომუნიკაციას, გადაადგილებებსაც. უფრო მეტი დრო დაეთმობა კოსმოსის შესწავლას და მის ათვისებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ახლა ფანტასტიკურად გეჩვენებათ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეიძლება რეალობად იქცეს. მოხდება ყველაფრის გაციფრულება. დოკუმენტებიდან დაწყებული ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. ადამიანებს ექნებათ შეგრძნება, თითქოს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში მოხვდნენ.

ცვლილებები შეეხება განათლებასაც. ინფორმაციასა და ცოდნაზე წვდომა იქნება თავისუფალი. ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეგეძლებათ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ სასწავლებელში; სწრაფად და უფასოდ. გაჩნდება უამრავი ონალინსკოლა და ინსტიტუტი. სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ ცოდნას, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ.

მერწყულში მზე ცუდ პოზიციაშია, ასტროლოგიაში კი მზე გამოხატავს მეფეს, ხელისუფლებას, ხელმძღვანელობას და არაა გამორიცხული, რომ შეიცავლოს მმართვის სისტემები. მივიღოთ ამაჟამად არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული მმართველობის ფორმა. ერთი სიტყვით, ცვლილებები შეეხება ყველა სფეროს და ყველა ადამიანს. შეიცვლება მედიცინის სფეროც. მეცნიერებები გამოიგონებენ აპარატურებასა და მედიკამენტებს, რაც ადამიანის გამოჯანრთელებას შეუწყობს ხელს და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებასაც. ერთი სიტყვით, საინტერესო და ახალ სამყაროში გველოდება ცხოვრება.