პლუტონი რეტროგრადულია: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

პლუტონი რეტროგრადულია: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

პლუტონი რეტროგრადული სვლით თხის რქაში გადავიდა 11 ივნისს და დარჩება 2024 წლის 21 იანვრამდე. ეს არის შეცდომების გამოსწორების პერიოდი. გაეცანით პროგნოზს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რათა მომზადებული შეხვდეთ პლუტონისეულ ტრანსფორმაციებს. ხოლო, თუ პირად რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რომელ ზონაში ხვდება თხის რქა, ამ სფეროებს უნდა მიუბრუნდეთ და იქ მოგიწევთ გადაკეთება, გამოსწორება.

ვერძი

პლუტონი დაძაბულობას შეგიქმნით კარიერაში, სტატუსში. ცვლილებები გექნებათ ოჯახში, სამსახურში და ხშირად არცთუ სასიამოვნო, რადგან პლუტონი გვაიძულებს ცვლილებას, ტრანსფორმაციას. ახლა, შეიძლება შეგეცვალოთ ის კოლექტივი, რომლის წევრიც ხართ. შეიცვლება გარემოცვა. იყავით მომართული წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე.

კურო

პლუტონი გაძულებთ დაუბრუნდეთ სწავლას (უცხო ენისაც), კვალიფიკაციის ამაღლებას, დიპლომის აღებას. გადახედეთ დამოკიდებულებას პარტნიორის ნათესავებთან; მოაგვარეთ. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება ამ პერიოდში გეყოლოთ შვილიშვილი. მიუბრუნდით იურიდიული საკითხების მოგვარებას. ზოგიერთი კვლავ ცდით უცხოეთში გამგზავრებას.

ტყუპი

სასურველს ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწევთ. შეგეცვლებათ შეხედულებები ბევრ საკითხზე. მოერიდეთ კრიზისული სიტუაციების შექმნას ფულთან, მემკვიდრეობასთან, ქონების გაყოფასთან. არ გირჩევთ პარტნიორთან ფინანსების გამო უსიამოვნებას. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება დაუბრუნდეთ ყოფილს. პლუტონი დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ბიზნესი, ბრენდი.

კირჩხიბი

საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები ძირეულ ცვლილებებს მოახდენენ თქვენზე. არაა გამორიცხული, რომ გააქტიურდნენ ძველი მტრები. ზოგიერთს მოგიწევთ იძულებითი ქორწინება ან განქორწინება. ღალატი ან უსიამოვნებები საქმიანი, სასიყვარულო პარტნიორებისგან. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს და ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები.

ლომი

პლუტონი მეტ ყურადღებას მიგაქცევინებთ თქვენი ჯანმრთელობისა და სამსახურის სფეროსადმი. გექნებათ ცვლილებები და ზოგჯერ მტკივნეულიც ამ სფეროებში. უსიამოვნებები გელოდებათ ცხოველებთან მიმართებაში (დაკარგვა, დაკბენა). ზოგიერთს შეგეცვლებათ მუშაობის გრაფიკი, ან შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ სამსახურს, ვალდებულებებს. პლუტონი გაიძულებთ, დაივიწყოთ მავნე ჩვევები და დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. გაიუმჯობესეთ ძილის, კვების, სუფთა ჰაერზე ყოფნის გრაფიკი.

ქალწული

პლუტონი თქვენი ფლირტის, გატაცებების, შემოქმედების სახლში ბრუნდება. მიუბრუნდებით ძველ, მივიწყებულ ჰობის და შეიძლება მან ფული მოგიტანოთ. ზოგიერთი განაახლებთ ფლირტს ყოფილთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა სამხედრო პირთან. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.

სასწორი

ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, ოჯახთან, ნათესავებთან. შეიძლება რემონტი გააკეთოთ ბინაში, შეცვალოთ ინტერიერი. ზოგიერთი მიუბრუნდებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ისევ დაიწყებთ ფიქრს ემიგრაციაზე ან გაემგზავრებით. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრთა რაოდენობა: დაქორწინდეთ, განქორწინდეთ, განცალკევებით გადაწყვიტოთ ცხოვრება. შეიძლება შეგეძინოთ შვილი ან მოზრდილმა შვილებმა დატოვონ თქვენი სახლი.

მორიელი

მიუბრუნდით უცხო ენის შესწავლას და ზოგიერთი გადაწყვეტთ, დახვეწოთ სასაუბრო ენა, უარი თქვათ ბილწსიტყვაობაზე. არაა გამორიცხული აღადგინოთ ურთიერთობა მეგობრებთან, კლასელებთან, მეზობლებთან. მოერიდეთ ჭორების, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ფრთხლად საჭესთან, ზოგიერთი გადაწყვეტთ მეორეული ავტომობილის შეძენა. იყავით ფრთხილი საქმეების მოგვარებისას, ზოგიერთი განაახლებთ ან შეცვლით ხელშეკრულების პირობას.

მშვილდოსანი

ცვლილებები გელოდებათ ფინანსურ სფეროში. შეიძლება გახდით ძვირად ღირებული ნივთების მფლობელი, გამონახეთ სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო. ან მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს, რაც ფულს მოგიტანთ. დაიწყეთ ფულის დაბადება საკუთარ ჯანმრთელობაში, განათლებაში, იმ საქმიანობაში, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

პლუტონი თქვენს ნიშანში ბრუნდება. ის თქვენთან იყო 2008 წლიდან და უამრავი ტრანსფორმაცია, კარდინალური ცვლილება მოგიტანათ, კარგიც და ცუდიც, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ახლა ბრუნდება, რათა კორექტივები შეიტანოს გადააკეთოს, გააუმჯობესოს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოხდება ღირებულებების გადაფასება.

მერწყული

პლუტონი თქვენს ნიშნიდან ცოტა ხნით გადავა და მერე ისევ დაგიბრუნდებათ. სავარაუდოდ ცვლილებები უკვე უნდა გეგრძნოთ. ნუ შეეწინააღმდეგებით მოვლენებს, პირიქით, იყავით მომართული განახლებაზე. თუ ხვდებით, რომ პირადი ურთიერთობა სიამოვნებას არ განიჭებთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, პროფესიასთან დაკავშირებით. შეიძლება გახვიდეთ პენსიაზე, გადაწყვიტოთ პროფესიის მიტოვება. ზოგიერთი გააბმათ ფარულ რომანს, შექმნით სასიყვარულო სამკუთხედს ან გააბათ ინტერნეტრომანს. ზოგიერთი გადაწყვეტთ ემიგრაციაში გამგზავრებას. პლუტონი გაიძულებთ, თვალებში შეხედოთ საკუთარ შიშებს, ფობიებს და გათავისუფლდეთ მათგან.

თევზები

შეიძლება შეგეცვალოთ ის კოლექტივი, რომლის წევრიც ხართ. უახლოესი გარემოცვა. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში (ინტერნეტმაღაზია, პროექტი). ან თუ ასეთი გქონდათ, მიუბრუნდებით. მიხვდებით, რომ თანამედროვე პროფესიას უნდა დაეუფლოთ, პროგრესი გჭირდებათ ან კვალიფიკაცია აიმაღლოთ არსებულში. მოგიწევთ მეტი მზრუნველობა სხვის შვილებზე: გერი, ნათლული. პლუტონის გავლენით გადახედავთ თქვენს მიზნებს და მიხვდებით, რომ მეტს იმსახურებთ და გააქტიურდებით, სასურველის მისაღებად. ზოგიერთს გელოდებათ მესამე ქორწინება.