ფრთხილად იყავით გზებზე, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ისე მძღოლები - სავსემთვარეობა ტყუპში, გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

ფრთხილად იყავით გზებზე, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ისე მძღოლები - სავსემთვარეობა ტყუპში, გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

წლის ბოლო სავსემთვარეობა გვექნება 5 დეკემბერს ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის 13 გრადუსზე.

ზოგადად, სავსემთვარეობას ყოველთვის რაღაც სრულდება და მთავრდება. ამ დროს ხდება ინფორმაციების სააშკარაოზე გამოტანა და შედეგების მომკა.

ტყუპი - მუტაბელური ფენის წარმომადგენელია, სტიქია ჰაერი. პასუხს აგებს სასაუბრო კონტენტზე, მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და მასალების ხელმისაწვდომობაზე. მისი პლუს მხარეებია, ასევე ინტელექტი, მარკეტინგი, კომუნიკაცია და გადაადგილება.

20 დეკემბრამდე ნუ გადატვირთავთ გონებას ბევრი ფიქრით, არაა საჭირო ტვინზე ზეწოლა. ეცადეთ მარტივად აირჩიოთ მხარე და დიდი ხნით ნუ შეყოვნდებით, სხვა შემთხვევაში შანსებს გაუშვებთ ხელიდან.

მთვარეს ექნება მძიმე ოპოზიცია პლანეტა ვენერაზე, ამიტომ ეცადეთ გაერკვეთ თქვენს სურვილებსა და მოცემულობაში. არაა გამორიცხული ახლა ცოტა დაიძაბოს კიდეც ვითარება პარტნიორულ წყვილებში. მოუსმინეთ ერთმანეთს და საჭირბოროტო საკითხები ისე გადაჭერით.

ფრთხილად იყავით გზებზე, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ისე მძღოლები.

დრო კარგია ხანმოკლე რელაქსისა და სალიტერატურო ნიჭების რეალიზებისთვის.

გეტყვით იმასაც, რომ დეკემბრის თვე მეტად დახუნძლული იქნება პლანეტარული თვალსაზრისით:

30 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე გრძნობებისა და ბარაქიანობის პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ნიშანში იმოძრავებს, შემდგომ კი გადაინაცვლებს თხის რქაში, რასაც მეტი პრაგმატულობა და გონებრივი, მერკანტილური მიდგომები მოჰყვება.

მზეც 21 დეკემბრამდე იქნება მშვილდოსნის ნიშანში, ხოლო შემდგომ 21 რიცხვში შევა თხის რქაში, რასაც თან დაერთვის ზამთრის ბუნიობა.

20 დეკემბერს, თბილისის დროით 05:43 საათზე გვექნება წლის ბოლო ახალმთვარეობა და ეს იქნება მეტად მნიშვნელოვანი დრო დაგეგმარებისა და ჩვენი იდეების რეალიზებისთვის.

20 დეკემბრამდე კი ეცადეთ რომ დაასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები და არ გათქვათ საგულისხმო ამბები!

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!