ავტორი:

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მერწყულებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მერწყულებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

მერწყული - ხარი

საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ. შედეგს უკვე შემოდგომაზე მიიღებთ. მოერიდეთ მავნე თვისებებს, საკვებს. აიმაღლეთ ტონუსი. ვირთხის წელიწადში მოგინდებათ მოწოდების სიმაღლეზე იყოთ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. თუმცა, მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. ფინანსური საკითხები გაზაფხულზე დაკვირვებით მოაგვარეთ, რათა ზამთრამდე ფულში შეზღუდული არ იყოთ.

მერწყული - ვირთხა

გათავისუფლდით ილუზიებისგან, ყველა იმ დაბრკოლებისგან, რაც გამარჯვების მიღწევაში გიშლით ხელს. იყავით მობილიზებული იდეების განხორციელებაზე. მოერიდეთ გლობალური შეცდომების დაშვებას. გაფრთხილდით, რათა თქვენმა ნათქვამმა არავის ატიკონოს გული. ნუ იქნებით ზედმეტად მიმდობი და გულგახსნილი. ძალები ახალი პროექტების განხორციელებას დაუთმეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება.

მერწყული - ვეფხვი

მოთმინებითა და თვითკონტროლით უნდა შეიარაღდეთ. გაიხსენეთ, როგორც იქცეოდით ადრე კრიტიკულ სიტუაციაში და სულით არ დაეცეთ. ინტრიგების გამო კოლექტივში დუღილის ტემპერატურა აიწევს. ამიტომ, მოერიდეთ ჭორებს. სამაგიეროდ, ფინანსურ სფეროში ხარ მოძლიერებული. თვითდამშვიდების მეთოდს ხშირად უნდა მიმართოთ. თუ რომანტიკული კავშირის შენარჩუნება გსურთ, საყვარელი ადამიანის მოთხოვნები გაითვალისწინეთ.

მერწყული - დრაკონი

მოგზაურობის, გართობისა და ურთიერთობების წელი დაგიდგათ. საინტერესოა, მუშაობა როდისღა უნდა მოასწროთ. არადა, გაზაფხულზე საინტერესო კონტრატების გაფორმება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. საყვარელ ადამიანთან ცხოვრება შეიძლება ვულკანზე სიარულს დაემსგავსოს. იყავით ზომიერი. სამუშაო თუ სიამოვნებას არ განიჭებთ, მოძებნეთ ახალი ჰობი, რომელიც სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მერწყული - კატა/კურდღელი

შეინარჩუნეთ მებრძოლი სული მთელი წლის განმავლობაში. ნუ გაებმებით საკუთარი ილუზიების მახეში. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ეცადეთ, მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ. თუ საჭიროება მოითხოვს, დახმარებისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს. ზოგიერთი ახალ საქმიანობას წამოიწყებს, პირად ბიზნესს განავითარებს. აწეწილი ძაფივით ჩახლართული პირადი ცხოვრების გასწორების შესაძლებლობა მოგეცემათ.

მერწყული - გველი

უმჯობესია, გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. დივანზე წოლა კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ მოგზაურობა და კარგად დასვენება გსურთ, უნდა იშრომოთ. სიყვარულის საუკეთესო გამოხატვაა საყვარელი ადამიანის ერთგულება და პრინციპების არ დარღვევა. ზოგიერთი შემოდგომაზე გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის. ზოგიერთი კი გაიგებს, რომ მშობელი გახდება. საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვარეთ დაუყოვნებლივ და სხვების დახმარების გარეშე.

მერწყული - ცხენი

წინ გაიჭრებით გაუხედნავი კვიცივით. მშვენიერი, თამამი, მიზანსწრაფული ხართ. მაგრამ საკუთარ თავს მაინც უნდა გაუფრთხილდეთ. განსაკუთრებით, თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ფინანსური კრიზისი. ზოგიერთი სფერო გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღებას საჭიროება. ნიჭიერი ხართ და სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ ახალი სამსახური. გააფორმოთ ხელშეკრულებები. მცირე დაბრკოლებები გელით სიყვარულში, მაგრამ ყველაფერს ეშველება, თუ მოინდომებთ და თუ არ გაამწვავებთ სიტუაციას.

მერწყული - თხა/ცხვარი

ისეთ ადამიანებთან უნდა ითანამშრომლოთ, ვინც არ გიღალატებთ. გეყოფათ ნეგატიურ (შურიან და გამოყენების) ადამიანებზე თქვენი ძალის ხარჯვა. ახალი პროექტები უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. თქვენ იცით, რომ საკმარისი ენერგია და ცოდნა გაქვთ და თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. უარი არ თქვათ მივლინებაზე. საყვარელი ადამიანი რომ გამოგეტიროთ, მაინც უნდა წახვიდეთ. ასეა საჭირო თქვენი მომავლისთვის. გაზაფხულზე მიიღეთ ვიტამინები.

მერწყული - მაიმუნი

პოზიტიურ განწყობაზე, მაგრამ ღრუბლებში ფრენას უნდა მოერიდოთ. ვირთხა თქვენგან მეტ შრომისმოყვარეობას ითხოვს. ეცადეთ, არ გაამასხარაოთ ადამიანები და არ იყოთ მასხარა მეგობრებისა და ნათესავებისთვის. იყავით მეტად ჩართული საოჯახო საქმეების მოგვარებაში. გამოიჩინეთ ყურადღება ჯანმრთელობისადმი. ფლირტი კარგია, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ ღირს.

მერწყული - ძაღლი

მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოთ კონკურენტებთან. შეიძლება ახლობელმა ადამიანმაც კი ჩაგცხოთ ზურგში დანა. ენდეთ მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ ადამიანებს. ზოგიერთს მსხვილი მოგება და შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. ზოგიერთს მისამართის შეცვლა ელის, ზოგიც უცხოეთიდან მიიღებს ფინანსებს. ვირთხის წელში შეხვდებით საყვარელ ადამიანს, რომელიც ნათელ ფერებს შემატებს თქვენს ცხოვრებას.

მერწყული - ღორი

ახლის შესწავლის, ჰობის მოძებნისა და პროფესიული წარმატების წელია. ფსიქოლოგიური დაძაბულობა უნდა გადაიტანოთ და აუცილებლად მიაღწევთ ჰარმონიას. შეიძლება შეცდომები და იმადგაცრუება პირად ურთიერთობაში. ეცადეთ, პირველივე შეხვედრაზე არ დაუახლოვდეთ ადამიანს და პირდაპირ ქორწინება არ შესთავაზოთ. უმჯობესია, ჯერ კარგად გაიცნოთ. მოულოდნელი სიურპრიზები ელით ბიზნესმენ და პოლიტიკოს ნიშნებს.

მერწყული - მამალი

მეტად უნდა გამოავლინოთ ინიციატვა, მიზანსწრაფულობა და გამძლეობა, თუ გსურთ პირად ცხოვრებაში მიაღწიოთ ბედნიერებას. ეცადეთ, არ გააწამოთ ადამიანები თქვენი ეჭვებითა და ვარაუდებით. ბრძნული რჩევა ან ნათესავი დაგეხმარებათ სიტუაციაში გარკვევაში. კარგი იქნება, თუ სამოგზაუროდ გაემგზავრებით. ახალი ადამიანები და შთაბეჭდილებები გჭირდებათ. ფული აუცილებლად გექნებათ განსაკუთრებით, თუ კერძო ბიზნესის მფლობელი ხართ.

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ კუროებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

სუფრა, სამოსი, მორთულობა - რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი იღბლიანი იყოს