რა გელოდებათ ქალწულებს დეკემბერში - მიიღეთ სიამოვნება და ხანდახან წესებიც დარღვევაც შეიძლება

რა გელოდებათ ქალწულებს დეკემბერში - მიიღეთ სიამოვნება და ხანდახან წესებიც დარღვევაც შეიძლება

9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - ოჯახის გამო ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. ან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სახლში ყველა საქმეს თქვენ აკეთებთ და პარტნიორი კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას გაკისრებთ და გზღუდავთ.

11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. მოგინდებათ საცხოვრებლის კომფორტულად მოწყობა. მიიღებთ საჩუქარს, შექებას.

12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - ოჯახში იქნება ბევრი ლაპარაკი ან შეიძლება სახლის საქმის გამო მოგიწიოთ ბევრი გადაადგილება; მიგიწევთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთების მოგვარება.

14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. შეიძლება რაღაც დაგეკარგოთ, აურიოთ ან სადღაც დაგრჩეთ.

15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მოგინდებათ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება. მეტ დროს გაატარებთ შვილებთან ან თუ აპირებთ შვილის გაჩენას, დაიწყებთ აქტიურობას ამ მიმართულებით.

17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრად საკუთარი თავის მიმართ.

20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მოერიდეთ ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას საოჯახო თემებთან მიმართებაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სახლში მტერი გყავთ ან ოჯახის წევრები პროვოკაციებს გიწყობენ. თუ მომდევნო 9 თვის განმავლობაში აპირებთ უძრავი ქონების შეძენას, მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ.

20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სიახლეები გელოდებათ სახლში. შეიძლება რამე შეიძინოთ, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ სიახლე უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწერეთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.

20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული და კონტროლიორი. მიიღეთ სიამოვნება და ხანდახან წესებიც დარღვევაც შეიძლება.

24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - გახდებით მეტად რომანტიკული, მომართული სასიყვარულო სფეროს გაუმჯობესებაზე. მოგინდებათ რამის შექმნა, თუ შემოქმედებით საქმიანობით ხართ დაკავებული. მოგინდებათ იმიჯის, გარეგნობის შეცვლა და ზოგადად, საკუთარ თავზე მეტი ზრუნვა. იყავით მოსიყვარულე შვილების მიმართ.

30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. შეიძლება თქვენმა პარტნიორმა არ შეასრულოს დანაპირები და ამის გამო კონფლიქტი წარმოიშვას. ზოგადად მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან.

31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.

ასტროლოგი ანა მზიანი