9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - მოერიდეთ კონფლიქტს და გადაღლას სამსახურში. შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ნივთი, რაც აგირევთ მთელ დღეს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამსახურში ან ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებისას თქვენ მიმართ უფრო მომთხოვნებია არიან და გიწესებენ შეზღუდვებს, დამატებით საქმეს გავალებენ, ვიდრე სხვას.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. იქნება სასიამოვნო მიმოწერა ან შეხვედრა. ზოგიერთი მიიღებთ მნიშვნელოვან ცნობას უცხოეთიდან. კოლეგებთან ისაუბრებთ დიპლომატიურად.
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - მოიმატებს ყოველდღიური ვალდებულებები. იქნება ბევრი შფოთი, შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. არაა გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ განმეორებითი ანალიზების ჩაბარება, გადამოწმება.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. ქაოსს გამოიწვევს ინფორმაციის ნაკლებობა, ბოლომდე არ მოსმენა. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის ან სხვა მათრობელა საშუალებების გამოყენებას.
15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - მოერიდეთ კონფლიქტს სასიყვარულო პარტნიორთან, მეგობრებთან. უმჯობესია, ერთად და შეთანხმებულად შეასრულოთ საქმეები. კარგი იქნება გააქტიურება ახალი კლიენტების მოსაზიდად.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრად საკუთარი თავის მიმართ. უნდა შეხედოთ სიმართლეს თვალებში და ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები.
20 დეკემბრის ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას მოერიდეთ სამსახურში, ყოველდღიური ვალდებულებების შესრულების დროს. შეიძლება იყოს ჭორები სამსახურში, გაუგებარი სიტუაციები. ამიტომ, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ სიტუაციას, ადამიანებს. იქნება შეცდომების დაშვება, მაგრამ ეს კიდევ გაგაძლიერებთ.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი სამსახური, ახალი ვალდებულება, ახალი კოლეგა, ახალი გრაფიკი. მოგინდეთ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - იყავით რაციონალური და პრაქტიკული პირად ცხოვრებაშიც და საყიდლებშიც. ფულს ერთიანად ნუ გაფლანგავთ. თუ რამე არ მოგწონთ, მოერიდეთ აგრესიულობას, ისაუბრეთ დიპლომატიურად და ყველასთვის გასაგებად.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - მეტად მიმზიდველი გახდებით პარტნიორებისთვის, გარშემო მყოფებისთვის. იქნება სასიამოვნო შეხვედრები და რომანტიკა. იყავით რომანტიკული და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ, გაანებივრეთ.
30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, იქნება გაუთვალისწინებელი მოვლენები. შეიძლება იყოს მკაცრი ტონით საუბარი, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, გახსოვდეთ, რომ ყველა საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებით. ამასთან, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ, ზედმეტ საქმეებს გაკისრებთ.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.
ასტროლოგი ანა მზიანი