რა გელოდებათ კუროებს დეკემბერში - სანამ თქვენ არ გადადგამთ მყარად და გაბედულად ნაბიჯს, თავისით არაფერი არ გაკეთება

რა გელოდებათ კუროებს დეკემბერში - სანამ თქვენ არ გადადგამთ მყარად და გაბედულად ნაბიჯს, თავისით არაფერი არ გაკეთება

9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - უნდა გამოავლინოთ სიჯიუტე, რათა მიაღწიოთ თქვენსას. და საქმე ეხება პარტნიორის ან ორგანიზაციის ფულებს. მოკლედ, უნდა იყოთ მიზანდასახული და მოითხოვოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. გაიხსენეთ, რას ჩაეყარა საფუძველი 2024 წლის აპრილში. შეიძლება ახლა მოხდეს სიტუაციის გარკვევა. შეიძლება მაშინ არ გადაგიხადეს თანხა.

11 დეკემბერს - თქვენი მმართველი ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - ამ დღეს მომხდარი მოვლენებით და პირადი განწყობით მიხვდებით გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა, გაქვთ თუ არა ცხოვრებაში სიხარულის დღეები, დღესასწაულები. პირად და თქვენი შვილების ცხოვრებაში საინტერესო მოვლენები გელოდებათ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს გაინებივრებთ საკუთარ თავს.

12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - მოაწესრიგეთ ფინანსური დოკუმენტები. განსაკუთრებით ვალებთან დაკავშირებული. ზოგიერთმა შეიძლება ახლა გააფორმოთ სესხი. დაგეგმეთ საყიდლები პარტნიორთან ერთად. შეიძლება გადაიფორმოთ მემკვიდრეობა ან რაღაც საბუთი, რაც თქვენ გაგხდით უპირატესს და მიიღებთ ფინანსურ სარგებელს.

14 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. არავის არაფერს არ დაჰპირდეთ.

15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - მოგინდებათ უცხოელებთან და უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გარდა ამისა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება. უფრო მეტიც, მეტად შეუპოვარი გახდებით სასურველის მისაღებად.

17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრად კიდეც საკუთარი თავის მიმართ. მიხვდებით, რომ სანამ თქვენ არ გადადგამთ მყარად და გაბედულად ნაბიჯს, თავისით არაფერი არ გაკეთება.

20 დეკემბრის ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას მოერიდეთ პარტნიორულ და დიდ ფინანსურ საკითხებში.

20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს, მიიღოთ ფული ქმრისგან, მშობლებისგან. მოგინდებათ ფინანსური ხარჯის დაგეგმვა. შეიძლება საზღვარგარეთიდან მიიღოთ ფული.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, ნუ გაატარებთ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები, რასაც მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.

20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მოიმატებს სიხარულის და ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო გარშემო მყოფებს დაუმალავთ მას ან შეიძლება რაღაც სიურპრიზს უმზადებთ საყვარელ ადამიანს და ჯერ უმალავთ.

24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - წარმატება გელოდებათ უცხოეთში და უცხოელებისგან. შეიძლება გაემგზავროთ უცხოეთში. ან მიიღოთ საჩუქარი საზღვარგარეთიდან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი დაიწყოთ უცხოელთან. დაქორწინებულებმა კი შეიძლება მიიღოთ ფული ან საჩუქარი მეუღლის ნათესავებისგან.

30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - მნიშვნელოვანი საქმეების, შეხვედრების და მგზავრობის დღეა. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და ყველა საქმე გააზრებული, წუთი-წამით უნდა გქონდეთ გათვლილი და ჩამოწერილი.

31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.

ასტროლოგი ანა მზიანი