თვის უმეტეს ნაწილს მზე თქვენი შემოქმედების, სიყვარულის, შვილიერების, გართობისა და მხიარულების სახლში გაატარებს. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, შვილებთან მეტი დროის გატარება, მათი განებივრება. მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოიზიდავთ ახალ თაყვანისმცემლებს.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა, გაქვთ თუ არა ცხოვრებაში სიხარულის დღეები, დღესასწაულები. ამასთან, საინტერესო მოვლენებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში.
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - უფრო მეტად დაიწყებთ საუბარს სიყვარულზე, ბავშვებზე, თქვენს შემოქმედებაზე. მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად გასართობ ადგილას წასვლა, ან ექსკურსიაზე, ქალაქგარეთ გასეირნება. შეიძლება თქვენი შემოქმედება გამოიტანოთ სააშკარაოზე.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. განსაკუთრებით ფინანსებში. შეიძლება იყოს დაუგეგმავი ხარჯი. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას.
15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - გააქტიურდებით ყოველდღიური საქმეების, რუტინის მოგვარებაში. კარგი იქნება ყველაფრის დაგეგმვა, ყოველდღიური საქმეების სიის შედგენა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობის სფეროს. განსაკუთრებით ძვალ-სახსროვან სისტემას. დაარეგულირეთ თქვენი დიეტა და ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრადაც საკუთარი თავის მიმართ.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას მოერიდეთ სასიყვარულო სფეროში, ბავშვებთან მიმართებაში, შემოქმედებაში. მომდევნო 9 თვის განმავლობაში მაქსიმალურად მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და განსაკუთრებით ფულზე. ამასთან. სიყვარულის, შემოქმედების და ბავშვების თემას უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება, უნდა აღმოფხვრათ ყველა უსიამოვნება.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - ისევ სიყვარულის სფეროა გააქტიურებული. იქნება სიახლეები ამ სფეროში, სიხარულის, ბედნიერების განცდას მოგიტანთ ეს ახალმთვარეობა. შეიძლება დაიწყოთ საახალწლო მზადება და შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ შვილების ცხოვრებაში, ბავშვები გაგახარებენ თავიანთი კარგი ამბებით. დაიწყეთ საჩუქრების შეძენა და სიურპრიზების მომზადება საყვარელი ადამიანებისთვის. გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც პაემანზე წახვალთ გექნებათ ფლირტი ან რომანი.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები, რასაც მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მოერიდეთ ფულის ფლანგვას. იყავით რაციონალური, დღესასწაული გავა და ვალები დაგრჩებათ.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - დღეიდან უფრო ხელმომჭირნე გახდებით. იქნებით მომართული საქმეებზე, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. იოლად შეასრულებთ საოჯახო ვალდებულებებს. მოგინდებათ სახლის მოლამაზება. ზოგიერთისთვის კი შეიძლება სიყვარულის თემა გააქტიურდეს: დაიწყოთ რომანი კოლეგასთან, ადამიანთან, ვინც საქმით არის თქვენთან დაკავშირებული. ზოგიერთი მიიღებთ საჩუქარს, ფულად პრემიას, ჯილდოს.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - დაიწყეთ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იყავით პროდუქტიული, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ დასვენება.
ასტროლოგი ანა მზიანი