რა გელოდებათ მერწყულებს დეკემბერში - მიხვდებით, რომ რაღაცას იძულებით, ზეწოლით აკეთებთ და მოგინდებათ რამის შეცვლა

რა გელოდებათ მერწყულებს დეკემბერში - მიხვდებით, რომ რაღაცას იძულებით, ზეწოლით აკეთებთ და მოგინდებათ რამის შეცვლა

9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - იქნება გაუთვალისწინებელი ხარჯი კოლექტივთან, ჯგუფთან ან საერთო საქმესთან დაკავშირებით. ზოგიერთი მიხვდებით, რომ რაღაცას იძულებით, ზეწოლით აკეთებთ და მოგინდებათ რამის შეცვლა.

11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. დამოკიდებულება კოლეგებთან, მატერიალური მდგომარეობა. კარგი იქნება თუ ამ დღეს ვიღაც შეგაქებთ, კომპლიმენტს გეტყვით, სადმე დაგპატიჟებთ ან საჩუქარს, სუვენირს მიიღებთ.

12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - მოიმატებს თქვენი სოციალური აქტიურობა. მოგინდებათ შემოდგომაზე დასახული მიზნების განხორციელება. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება რამე იყიდოთ ან გაიცნოთ ვინმე და გააბათ რომანტიკული მიმოწერა, თუნდაც უცხოელთან.

14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო გაეხვევით გაურკვევლობაში.

15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - ამ დღიდან უნდა შეამციროთ აქტიურობა, არ გირჩევთ უაზრო აქტიურობას, სხვის მაგივრად რამის კეთებას. კარგი იქნება საკუთარ თავში და სურვილებში გარკვევა. თუ ძალიან გინდათ, დაიწყეთ ქველმოქმედება, დაეხმარეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრად საკუთარი თავის მიმართ. აგრეთვე დაფიქრდით, რა მიიღეთ მთელი წლის განმავლობაში და ახლა რას აკეთებთ, რომ ერთი წლის შემდეგ უფრო წარმატებული იყოთ.

20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მოეშვით ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას სოციალურ ცხოვრებაში, სოციალურ ქსელებში ინტერნეტში. ნუ გახდებით საეჭვო ჯგუფის, კოლექტივის წევრი.

20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სიახლეები იქნება თქვენს კოლექტივში, შეიძლება დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა, ან საერთო საქმეში ჩაერთოთ. მოახდენთ თქვენი თავის სოციალიზაციას. იქნება მიწვევა, ზარები და არაფერს არ გამოაკლდეთ, ყველგან წადით. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ინტერნეტპროექტების განხორციელებას. ზოგიერთს შეიძლება ნათლიობა შემოგთავაზონ. ზოგიერთი კი საინტერესო ადამიანს გაიცნობთ ინტერნეტით ან მეგობრების დახმარებით და რომანს გააბამთ.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.

20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მხოლოდ ის გააკეთეთ ან მხოლოდ იმ ადამიანებს გადაჰყვებით ზედ, ვინც ღირსია, ყველას და ყველაფერს ნუ გადაჰყვებით. გაუფრთხილდით თქვენს დროს და ფინანსებს.

24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ. გაგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. ზოგიერთს მოგინდებათ დასვენება, განმარტოება. არაა გამორიცხული, რომ ფული ან საჩუქარი მიიღოთ საზღვარგარეთიდან, ფარულად.

30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. მოიმატებს ფორიაქი. შეიძლება დაგავალონ ზედმეტი ვალდებულების შესრულება, ვიღაცამ განზრახ დაგაკარგვინოთ დრო. შეგეცვლება დღის განრიგი, გეგმა.

31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.

ასტროლოგი ანა მზიანი