თვის უმეტეს ნაწილი ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ან დაიწყოთ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, განათლებაში. იყიდოთ რამე ძვირად ღირებული საკუთარი თავისთვის.
9 დეკემბერს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კონფლიქტშია სატურნთან - შეიძლება გქონდეთ ხარჯი. მოერიდეთ თქვენის გატანას ნებისმიერ ფასად. ცოტა ხანი “რქები“ ჩაკეცეთ და სიტუაციის გაუმჯობესებას დაელოდეთ.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - დაფიქრდით, კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, თქვენი შემოსავლით. ანებივრებთ საკუთარ თავს, თუ მარტო ვალდებულებების შესრულებით ხართ დაკავებული?
12 დეკემბერს მერკური თქვენს ნიშანს დატოვებს და მშვილდოსანში გადავა - შეიძლება მიიღოთ ფული ან დაიწყოთ მუშაობა. ზოგიერთი გადაწყვეტთ ფულის დაბანდებას ბიზნესში. საკუთარ თავში, სწავლაში.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას.
15 დეკემბერს თქვენი მმართველი მარსი თხის რქაში გადავა - უფრო სწრაფი გახდებით მუშობაში. ერთ ადგილას ვერ გაჩერდებით, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელი გახდება. იქნება ზარები, მივლინება, მიმოსვლა, მიმოწერა, ერთი სიტყვით საგიჟეთი, მაგრამ თქვენ მოგეწონებათ. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ ახალი ავტომობილი.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. იყავით ობიექტური და ცოტა მკაცრიც კი საკუთარი თავის მიმართ. კრიტიკულად და რეალურად შეაფასეთ თქვენი ფინანსები - შემოსავალი და გასავალი, დაბანდებები.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - ჰოო, საინტერესო დრო დაგიდგათ. ლილიტი თქვენი ნიშნიდან გადავა და ცოტას ამოისუნთქვათ. ეს მართლა მოსალოცი ამბავია, მაგრამ მომდევნო 9 თვის განმავლობაში ლილიტი თქვენი ფინანსების სფეროში იქნება და ფულთან დაკავშირებული ცდუნებები ბევრი იქნება. ფინანსური დოკუმენტები ცხრაჯერ გადაამოწმეთ, სანამ ხელს მოაწერთ. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან საქმიანობას, ფულის გასესხება. ნუ შეიძენთ მოოქრულ ნივთებს ოქროს ფასში და ნივთებს - ძვირად, რომლებიც ლამაზადაა შეფუთული.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - ისევ თქვენი ფინანსური სექტორია აქტუალური. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო ან დაფიქრდეთ დამატებითი შემოსავლის მიღებაზე. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დაიწყებთ ფულის მოგროვებას. თუნდაც მცირედით. არაა გამორიცხული, ფული მიიღოთ საზღვარგარეთიდან.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები, რასაც მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მოერიდეთ ფულის ფლანგვას. არაა გამორიცხული, რომ გარშემო მყოფებისგან მიიღოთ კრიტიკა, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, ყველაფერი მოისმინეთ და გაიგეთ თქვენთვის მთავარი.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - სიამოვნებას მოგანიჭებთ და-ძმებთან ურთიერთობა. იქნება სასიამოვნო შეხვედრები და საუბრები. მეტ დროს გაატარებთ ლამაზ ადგილას (თეატრი, რესტორანი). არაა გამორიცხული, იყიდოთ ავტომობილი ან ლამაზი გაჯეტი, ან მისი აქსესუარები.
30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - შეიძლება დაგეკისროთ დამატებითი საქმეების შესრულება. ზოგიერთს გელოდებათ მკაცრი საუბარი გარშემო მყოფებთან. ზოგს ექნება პრეტენზიები თქვენ მიმართ.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - სიკეთის კეთება კარმას შეგიმსუბუქებთ.
ასტროლოგი ანა მზიანი