გილოცავთ, ძვირფასო მშვილდოსნებო, მზე 21 დეკემბრამდე თქვენს ნიშანშია და ახლა სწორედ ის დროა, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები და მიიღოთ ის შედეგი, რისთვისაც მთელი წელი ემზადებოდით.
9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - მოიმატებს ენერგიულობა, რამის კეთების სურვილი, მაგრამ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და არ უნდა იკამათოთ ოჯახის წევრებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან. ზოგიერთი მთელ დროსა და ენერგიას დაუთმოთ სახლის მშენებლობას, ბინის რემონტს. ზოგიერთს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ოჯახის წევრები გიზღუდავენ აქტიურობას, გზღუდავენ ან გავალებენ მძიმე საქმის შესრულებას.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა და უნდა დაფიქრდეთ, საოჯახო ვალდებულებებისა და სამსახურის საქმეების გამო პირად ცხოვრებას ხომ არ უგულებელყოფთ. ან პირიქით სიყვარულის გამო ოჯახი და სამსახურის ხომ არ დაივიწყეთ.
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - გახშირდება გადაადგილება, ზარები და საუბრები. თითქოს მოგინდებათ, საკუთარ წარმატებაზე საუბარი და ეს კარგია. შეიძლება დაიწყოთ რამის სწავლა.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. ისევ ოჯახის და თქვენი პირადი თავისუფლების თემაა აქტიური. მაგრამ მხოლოდ დააკვირდით მოვლენებს და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ამასთან, არ გირჩევთ ალკოჰოლის ან სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.
15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - გააქტიურდებით, რომ გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, საკუთარ კეთილდღეობაში, საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნაში.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტური და ცოტა მკაცრიც უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ. წლის აუდიტი უნდა მოუწყოთ საკუთარ თავს.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) თქვენს ნიშანში გადმოვა 2026 წლის 14 სექტემბრამდე. ლილიტი თქვენს ნიშანში იყოს 9 წლის წინ, უფრო კონკრეტულად 2017 წელს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ წელს. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული, არავინ მოატყუოთ და არც არავის მოატყუებინოთ თავი, რადგან შიშები, ილუზიები და შეცდომების დაშვების ალბათობა მკვეთრად მატულობს. ამასთან, არაა გამორიცხული საეჭვო პირების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში ან საეჭვო შემოთავაზებების მიღება.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში - აი, ეს ნამდვილად მოსალოცი ამბავია, რადგან წელიწადში ერთხელ ხდება და განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ, თქვენი პირადი ახალი წელი დგება. ჩამოწერეთ რას გინდათ რომ მიაღწიოთ, სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში. რა უნდა გადაალაგოთ, რომ მიაღწიოთ სასურველს.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - შეიძლება იგრძნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვებისთვის ბევრს აკეთებთ, მაინც გაკრიტიკებენ და უმადურები არიან თქვენი სიკეთის. ამიტომ ეცადეთ, რომ ხანდახან მაინც გაიხსენოთ საკუთარი თავი და მასაც ასიამოვნოთ. გარშემო მყოფებისგან კი მადლობას ნუ ელოდებით, თუ შეგიძლიათ, ისე, თქვენებურად გულუხვად გაუკეთეთ ყველას ყველაფერი.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - ამ დღიდან უნდა გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ პრემია, ფულადი ჯილდო ან განსაკუთრებული საჩუქარი. ამასთან, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარ თავსაც უყიდოთ რამე განსაკუთრებული. ან გაიუმჯობესოთ ყოველდღიურობა.
30 დეკემბერი: მერკური კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. ეცადეთ, წინასაახალწლო დღეებში არ იჩხუბოთ ოჯახის წევრებთან. პირიქით, მოერიდეთ მათ; გამოავლინეთ თქვენი პოზიტივი და იუმორი (სარკაზმი არა). შეიძლება იგრძნოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება ოჯახის წევრებისგან.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ. მოგიწევთ კოლეგებისა და ოჯახის წევრების საჩუქრებით განებივრება; ამასთან, უსურვეთ საკუთარ თავს კარიერული წინსვლა და მატერიალური კეთილდღეობა.
ასტროლოგი ანა მზიანი