რა გელოდებათ სასწორებს დეკემბერში - დაივიწყეთ დიპლომატიურობა და მოითხოვოთ, თუნდაც უხეში ფორმით ის, რაც ნამდვილად გეკუთვნით

რა გელოდებათ სასწორებს დეკემბერში - დაივიწყეთ დიპლომატიურობა და მოითხოვოთ, თუნდაც უხეში ფორმით ის, რაც ნამდვილად გეკუთვნით

9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. საქმეებში შეიძლება იყოს შეფერხება. თუ რამე არ გამოგდით, გაჩერდით, შეისვენეთ და დაფიქრდით, იქნებ სამყარო მიგითითებთ, რომ რაღაც არ გჭირდებათ და ტყუილად წვალობთ.

11 დეკემბერს - თქვენი მმართველი ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - ყველა საკითხი, განსაკუთრებით კონფლიქტური მშვიდად და დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ და არ გადადოთ. ეცადეთ, არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულება, არ გადაიღალოთ. გადაუნაწილეთ ვალდებულება სხვებსაც.

12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - გახშირდება მიმოწერა და მიმოსვლა და-ძმებთან, ახლობლებთან. შეიძლება დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა.

14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - ნუ აჩქარდებით, ნუ მოატყუებთ და ნურავის მოატყუებინებთ თავს. იქნება გაურკვევლობა და ბუნდოვანება.

15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - მოიმატებს აქტიურობა ოჯახურ საქმეებში. შეიძლება დაიწყოთ ბინის რემონტი, შეიძლება რაღაც კარდინალურად შეცვალოთ სახლში. კარგი იქნება, თუ ახალი წლისთვის მოაწესრიგებთ სახლს და მოიშორებთ ყველა უსარგებლო ნივთს. ან პირიქით, შეიძენთ რამეს სახლისთვის.

17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მთელი წლის მოვლენები უნდა შეაჯამოთ. იყავით კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და დაკვირვებული მგზავრობისას და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართაც.

20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მოემზადეთ, მომდევნო 9 თვის განმავლობაში, სწორედ ამდენ ხანს ატარებს ლილიტი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში, იმატებს ჭორები და გაუგებრობები, ცდუნებები. ფრთხილად სწავლასთან, მგზავრობასთან, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ნუ იტყვით ისეთ რამეს, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სიახლეები გელოდებათ სწავლაში. იდეების განხორციელების დრო დგება. შეიძლება გამოცვალოთ ტექნიკა, ავტომობილი. მოიმატებს სწავლის, შთაბეჭდილების მიღების სურვილი.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა (ახალი მზის დაბადება) და მზის თხის რქაში გადასვლა გველოდება, ასტრონომიულად ამ დღეს იწყება ზამთარი - გამონახეთ დრო, რომ მიესალმოთ მზის დაბადებას, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.

20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - უნდა დაივიწყოთ თქვენი ბუნებრივი დიპლომატიურობა და მოითხოვოთ ის, თუნდაც უხეში ფორმით, რაც ნამდვილად გეკუთვნით. დაიცავით თქვენი ინტერესები, საქმეები და მიზნები.

24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობა, საცხოვრებელი პირობები. შეიძლება მიიღოთ ფულადი დახმარება. ან შეიძლება ვიღაც ქალი გეწვიოთ სახლში. კარგი იქნება სილამაზის პროცედურების ჩატარება. შეიძენთ ლამაზ ნივთებს საკუთარი თავისა და სახლისთვის.

30 დეკემბერი: მერკური კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო დაძაბული ასპექტია და ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხები გააზრებულად, ტონის აწევის გარეშე მოაგვაროთ.

დაბოლოს, წლის ბოლო დღეს - 31 დეკემბერს: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. მოიწყვეთ სახლში სამუშაო კუთხე ან შეიქმენით გარემო, სადაც შეძლებთ თქვენი იდეების განხორციელებას.

ასტროლოგი ანა მზიანი