9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - საქმეებს მოაგვარებთ, მაგრამ გარჯა მოგიწევთ. გაიხსენეთ, რას აკეთებდით 2024 წლის გაზაფხულზე. შეიძლება ახლა მიიღოთ იმ საქმის შედეგი, რაც მაშინ დაიწყეთ. ზოგიერთი შეიძლება დაწინაურდეთ. ან მიიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა. ეს გარჯა გაგაძლიერებთ, უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ზოგადად, ამ დღიდან მიხვდებით, რომ სხვის იმედზე აღარ უნდა იყოთ და რომ საქმეების, პრობლემების მოგვარება თავადაც შეგიძლიათ.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - გაიხსენეთ რა ხდებოდა შემოდგომაზე. შეიძლება ახლა გაირკვეს მაშინდელი სიტუაცია. ზოგიერთი შეიძენთ დიდხანს ნანატრ ნივთს ან ნანატრი შეიძლება საჩუქრად მიიღოთ. ზოგიერთს გელოდებათ დაწინაურება
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - მოგინდებათ რამის მიღწევა. საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად წარმოჩენა. უნდა დაისახოთ 2026 წლის გეგმა. ზოგიერთს გელოდებათ საინტერესო მგზავრობა, მივლინება ან შეხვედრა გავლენიან ადამიანთან, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. გაფრთხილდით, რომ თქვენი საიდუმლოებები არ გამჟღავნდეს. ვინმე უხეშად არ შემოიჭრას თქვენს პირად საზღვრებში.
15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - იქნება შეხვედრები და საქმეები. შეიძლება კოლეგებთან ერთად მოგიწიოთ რამის გაკეთებამ. ზოგადად, უნდა გააქტიურდეთ და განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება საზოგადოებრივმა ცხოვრებამ გაგააქტიუროთ. გახდეთ ჯგუფის, კოლექტივის წევრი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ რამე საქმიანობას ინტერნეტით (მაგალითად, რამის გაყიდვას, ინტერნეტმაღაზია ან თუ პედაგოგი ხართ - ონლაინ გაკვეთილებს ჩაწერთ).
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - ეს ბოლო ორი თქვენს ნიშანშია და თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ. მთელი წლის მოვლენები უნდა შეაჯამოთ. იყავით კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მარტში და ახლა უფრო უნდა მეტი მოსთხოვოთ საკუთარ თავს. ან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენ უფრო მეტს გთხოვენ, ვიდრე სხვებს.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მომდევნო 9 თვის განმავლობაში ლილიტი თქვენი სტატუსის, კარიერის სფეროში იქნება და მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ამ სფეროებში. შეიძლება შეგეცვალოთ სტატუსი, კარგის მხრივაც და... ყოველ შემთხვევაში იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სიახლეები გელოდებათ კარიერაში, სტატუსში. შეიძლება მოგინდეთ დაწინაურება და უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ რამე ძვირად ღირებული ან სასიამოვნო ამბები, საჩუქრები მიიღოთ საზღვარგარეთიდან.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები, რასაც მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - გარშემო მყოფების კრიტიკას შეხვდით მშვიდად, გაიგეთ, რას ითხოვენ გარშემო მყოფები თქვენგან. ან პირიქით, შეიძლება თქვენ მოიქცეთ ისე, რომ გარშემო მყოფებს მოაწონოთ თავი.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს. გარშემო მყოფები უფრო ლოიალურები გახდებიან თქვენ მიმართ. იქნება სასიამოვნო შეხვედრები და ბონუსები.
30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - ამ დღეს არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი საქმე, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. იქნება შეფერხება, მიმოწერაში, საყიდლებში, ნივთების მიღებაში. შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ გეგმა.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - მაგიური ასპექტია და სასიკეთოდ გამოიყენეთ. დააკვირდით რა შემოთვაზებებს მიიღებთ და უარი არ თქვათ, განსაკუთრებით დროით და ფულით გამოცდილი ადამიანებისგან.
ასტროლოგი ანა მზიანი