ძვირფასო თხის რქებო, 21 დეკემბერს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და თქვენი დრო დადგება, თქვენი პირადი ახალი წელი. ამ დღისთვის განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, 21-მდე პერიოდი გაატაროთ მშვიდად და გააზრებულად. სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, იქნებით უენერგიო და მოდუნებული. ამიტომ მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტი ვალდებულების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აიღეთ შვებულება, დაისვენეთ ან გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.
9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია თქვენს მმართველ სატურნთან - შეიძლება გაიგოთ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია. ამასთან, უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ შეასრულოთ ვალდებულებები. იძულებული იქნებით, რომ შეასრულოთ რაღაც დავალებები და საქმეები.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. მოგინდებათ სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია. შეიძლება დაიწყოთ რომანტიკული მიმოწერა. დაწყვილებულებს მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან განმარტოება.
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - იქნება მოგონებები და ძველი ამბების გახსენება. ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. ზოგიერთს მოგიწევთ იმ ადგილის მონახულება ან გამგზავრება, სადაც ადრე უნდა წასულიყავით. არ გირჩევთ საკუთარ საიდუმლოებებზე, შიშებსა და ემოციებზე საუბარს.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. შეიძლება ამოტივტივდეს ძველი შეცდომები, კონფლიქტები. გაფრთხილდით და ნუ ენდობით ადამიანების დაპირებებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ერთხელ უკვე დაგაღალატათ ან შეამჩნიეთ არაწესიერებაში.
15 დეკემბერს მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა - აქტიურობის პერიოდი გეწყებათ. თქვენი ქმედება უნდა იყოს გააზრებული და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ქმედება. იმის გამო, რომ სხვამ ვერ გაიგო სწორად თქვენი ნათქვამი, ნუ შემოსცხებთ.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტური და ცოტა მკაცრიც უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - რაღაც გაურკვეველი ცდუნება და შიშები შეიძლება აგეკვიატოთ, ან შეიძლება გამოხტეს მოულოდნელი, ფარული მტრობა, შუღლი. შეიძლება ვიღაც შეეცადოს თქვენი წარსულის ამოქექვას, რაღაც საიდუმლოებები გამომჟღავნდეს თქვენზე.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - მომდევნო ახალმთვარეობა - 2026 წლის 19 იანვარს თქვენს ნიშანში იქნება და ამ დღისთვის განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ; გაერკვიეთ საკუთარ წარსულში, პრიორიტეტებში. მოიცილეთ ყველა კუდი და დასვით საბოლოო წერტილი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ საქმეების, პროექტების დასრულებას.
21 დეკემბერს მზე გადმოდის თქვენს ნიშანში და გველოდება ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. თქვენი დრო იწყება და ამიტომ, უნდა გამონახოთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და ზოგადად, წლის განმავლობაში განახორციელებთ, მომდევნო მზებუდობამდე.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - იყავით გააზრებული ფულის ხარჯვისას. მოგინდებათ სიმშვიდე და დასვენება, მაგრამ უთქვენოდ, თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გამო და მოგიწევთ დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
24 დეკემბერი: ვენერა თქვენს ნიშანში გადმოდის - მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, განებივრება. გახდებით მიმზიდველი გარშემო მყოფებისთვის. ზოგიერთი მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს, ძვირფას საჩუქარს. ზოგიერთს გელოდებათ შეხვედრა თქვენთვის სასიამოვნო ადამიანთან.
30 დეკემბერი: მერკური კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. მიხვდებით, რომ რაღაც დაგავიწყდათ, გამოგრჩათ, აგერიათ და ამის გამო იქნება შფოთი, შეფერხება, სასურველის ვერ მიღება.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ. კარგი იქნება, თუ დაეხმარებით გარშემო მყოფებს ფიზიკურად და მორალურად.
ასტროლოგი ანა მზიანი