ავტორი:

რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

რა გველოდება წლის ყველაზე შენელებულ თვეში: სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

სექტემბერში 7 რეტროგრადული პლანეტა გვყავს. ახლა მზე ქალწულშია და რეტროგრადულია მისი მმართველი, თავსი სახლში მყოფი მერკური (16 სექტემბრამდე). 5 სექტემბერს რეტროგრადული სვლიდან გამოვა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა (ვენერა სწორი მიმართულებით გააგრძელებს სვლას 2025 წლის 13 აპირლამდე). 4-ში რეტროგრადულ სვლაში გადავა კუროში მყოფი იუპიტერი (31 დეკემბრამდე). აგრეთვე რეტროგრადულებია: სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. ამიტომ, ეცადეთ, 15 სექტემბრამდე დაისვენოთ, გადააკეთოთ, გამოასწოროთ, იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

22 სექტემბრამდე მზე ქალწულშია! გილოცვათ, ახლა თქვენი დროა, გააქტიურდით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ განახორციელოთ. ეს არის წესრიგის დამყარების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების პერიოდი. უნდა დახვეწოთ თქვენი უნარები, თუ რამე გაქვთ გამოსასწორებელი (საქმეები, ურთიერთობები) ახლა საუკეთესო დროა. გადახედეთ დაზიანებულ ნივთებსაც, კარგია მათი შეკეთება, გადაკეთება ან სულაც მოცილება. საუკეთესო დროა მოსავლის ასაღებად და დასაბინავებლად.

23 აგვისტოს რეტროგრადულ სვლაში გადავიდა მერკური და დარჩება 16 სექტემბრამდე. მაგრამ 19 სექტემბრამდე მაინც არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. მგზავრობისას და საჭესთან იყავით ფრთხილად. თუ საჩქარო არაა, ნუ შეიძენთ ავტომობილს. სახლიდან გამოსვლამდე შეამოწმეთ საფულე, გასაღები, მობილური. მერკური დირექტული იქნება 13 დეკემბრამდე.

ახლა მარსი სასწორშია და დარჩება 12 დეკემბრამდე (გადავიდა 27 აგვისტოს). მოიმატებს კონკურენტულობა, ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და არაა გამორიცხული დაპირისპირება, კამათი, ბაქიბუქობა. ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი აგრესია და ენერგია, მიმართეთ ეს უკანასკნელი მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო), იყავით მომართული კავშირის გაუმჯობესებაზე.

4 სექტემბერს რეტროგრადულ სვლაში გადავა კუროში მყოფი იუპიტერი (31 დეკემბრამდე). გაიხსენეთ, რა ხდებოდა გაზაფხულზე, რა შეცდომები დაუშვით, ეცადეთ გადააკეთოთ და გამოასწოროთ. იყავით ფრთხილად ფინანსებთან, არ დაძაბოთ ურთიერთობა უცხოელებთან; ფრთხილად საზღვარგარეთ ყოფნისას.

5 სექტემბერს რეტროგრადული სვლიდან გამოვა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა, რომელიც ლომშია (ვენერა ლომში გადავიდა 5 ივნისს, აქვე მოუწია რეტროგრადულმა სვლამ და დარჩება 9 ოქტომბრამდე). მოიმატებს ურთიერთობაში რომანტიკულობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისადმი სწრაფვა. გახშირდება წარმოდგენებსა და ელიტურ წვეულებებზე დასწრების სურვილი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სწორ სვლას დაუბრინდება, ექნება დაძაბული ასპექტები: 17 სექტემბერს დაუპირისპირდება იუპიტერს. ადამიანებში მოიმატებს ყველაფრით უკმაყოფილება - საკუთარი თავით დაწყებული გარშემო მყოფებითა და სიტუაციის დამთავრებული. ფრთხილად საყვარელ ადამიანთან, არ გირჩევთ მასთან ურთიერთობის დაძაბავს, საქმეების გარჩევას, პრეტენზიულობას. აგრეთვე, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ასპექტი აქტიურია 14-20 სექტემბრის შუალედში . 29 სექტემბერს გველოდება ვენერა-ურანის დაძაბული ასპექტი: კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის განქორწინების ასპექტი, მეხის გავარდნის. ადამიანები მეტად გაღიზიანებულები, ფეთქებადები და სკანდალურები არიან, ხმამაღლა და ემოციურად გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. ამ დროსაც არ გირჩევთ დაუფიქრებლად რამის შეძენას. ასპექტი აქტიურია 26 სექტემბრის-3 ოქტომბრის შუალედში. და ვენერას ბოლო უსაიმოვნება ლილიტთან შეერთებაა. ეს უკვე 9 ოქტომბერს გველოდება, მაგრამ გავლენა ექნება 6-11 ოქტომბრის შუალედში. გაიხსენეთ რა ხდებოდა 28 ივნისისა და 8 აგვისტოს პერიოდში, თუ მაშინ საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა გქონდათ, უსიამოვნება ფულის ან შეცვლილი იმიჯის გამო ახლა ამ მოვლენებს უფრო მძაფრად შეიგრძნობთ. გარდა ამისა, მოუფრთხილდით ფინანსებს. რთულ დღეებში ნუ შეიძენთ კოსმეტიკურ ნაწარმს, ნუ გაიკეთებთ სილამაზის პროცედურებს.

ახალმთვარეობა გველოდება 15 სექტემბერს ქალწულის 22 გრადუსში 5:40-ზე. ამ დღეს მზეც და მთვარეც ქალწულის ნიშანშია. საინტერესო დღეა და მოგვიანებით სრულ სტატიას, ასტროპროგნოზით, შემოგთავაზებთ ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ. ახლა კი გეტყვით, რომ ფრთხილი და დაკვირვებული იყავით ფინანსებთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან. მოსალოდნელია ცვლილებები მიზნებსა და გეგმაში. იყავით გეგმაზომიერი და გააზრებული.

19 სექტემბერს მზე-ნეპტუნის დაპირისპირება გველოდება. იქნება იმედგაცრუება, არ გახდეთ ილუზიების, აფერისტების მსხვეროლი, არ მოიტყუვდეთ და არც სხვები მოატყუოთ. ფრთხილად არსებობს ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების საშიშროება; გაუფრთხილდით ტერფებსაც. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა, ცრემლები. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ახალ მედიკამენტებს. არ გირჩევთ ხელშეკრულებების, კონტრაქტების გაფორმებას; მოლაპარაკებისას იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და ფრთხილი. ასპექტი აქტიურია 16-22 სექტემბრის შუალედში.

შემოდგომის ბუნიობას ველოდებით 23 სექტემბერს და ამავე დღეს, 10:50-ზე მზე გადავა სასწორის ზოდიაქოში. დგება შემოდგომა, იმატებს ღამე და იკლებს დღე. ამ დღეს მზე 1 თვით გადავა სასწორის ნიშანში. ეს არის ქორწინების, სიყვარულის, ურთიერთობის, კანონის, პარტნიორობის, ბალანსის, ჰარმონიის ნიშანი. იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მეტ ღირებულებას შეიძენენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, ადამიანები, ვისთანაც საქმეებს აგვარებთ.

29 სექტემბერს სავსემთვარეობას ველოდებით ვერძის მე-7 გრადუსში, 13:58-ზე. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი. პირველ დაბნელებას ველოდებით 14 ოქტომბერს , მეორეს 28-ში, მაგრამ გავლენა 2 კვირით ადრე შეინიშნება. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებშია: მზე სასწორში, ხოლო მთვარე - ვერძში. იყავით მომართული პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ნუ იქნებით პირველი და ლიდერი, იყავით ჰარმონიული და მზად დათმობისთვის, თანამრომლობისთვის, პასუხისმგებლობის განაწილებისთვის, სხვისი აზრის მოსმენისთვის. ამასთან, გაუფრთხილდით ფულს, გრძნობებს.

დაბოლოს, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად კარგი პერიოდია 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით და განსაკუთრებით 30 სექტემბერს.

ბედნიერ სექტემბერს გისურვებთ!