ავტორი:

რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი

რა გველოდება თებერვალში, ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი შედარებით მშვიდ თვეა. მოვლენებსაც შეეხება ეს და სიტუაციებსაც. 19 თებერვლამდე მზე მერწყულის ზოდიაქოშია. მერწყულებო, ახლა თქვენი დროა, გააქტიურდით, რომ მიაღწიოთ სასურველს.

4 თებერვალს მზე და ურანის დაძაბული ასპექტი გველოდება. მაქსიმალურად გააზრებულად იმოქმედეთ. აკონტროლეთ ემოციები. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. არ დაძაბოთ ურთიერთობა ოჯახში მამასთან ან მეუღლესთან და სამსახურში - ხელმძღვანელობასთან. ნუ გაილაშქრებთ საზოგადოების, კონკრეტული ჯგუფების მიმართ. ასპექტი მალე გაივლისა და ყველაფერს სხვანაირად გადააფასებთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელობები გახშირდება, მწყობრიდან გამოვა კომპიუტერული ტექნიკა, დროულად ვერ მიიღებთ სასურველ ინფორმაციას, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. ამიტომ ეცადეთ პლუს/მინუს 2 დღე არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები. შეამცირეთ კომუნიკაციები. მით უმეტეს, რომ 5-ში სავსემთვარეობაა ემოციურობა პიკზეა.

5 თებერვალს ველოდებით სავსემთვარეობას ლომის ზოდიაქოში. ამ დღეს მზე მერწყულშია, მთვარე - ლომში. ეს არის ემოციურად არასტაბილური დღე. აკონტროლეთ ემოციები. არ გირჩევთ ლიდერობის გამოვლენას. ყვირილითა და ბაქიბუქით საქმეებს ვერ მოაგვარებთ. სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების, წერტილის დასმის დრო. შეიძლება დაასრულოთ საქმეები, რომლებიც 6 თვის წინ დაიწყეთ ან მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ახლა უნდა გამოავლინოთ. ამ დღეს პლუს/მინუს 2 დღე არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან, პარტნიორებთან (საქმიანთან და სასიყვარულოსთან) ურთიერთობების გარჩევას. არაა გამორიცხული, რომ არასტანდარტულ გამოსავალს მიაგნოთ და გამოხვიდეთ გამარჯვებული იმ საქმიდან, რომელიც დიდი ხანი არ გაძლევდათ მოსვენებას. ისე იმოქმედეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავი კი არა გარშემო მყოფებიც გადაარჩინოთ. ამასთან, საუკეთესო დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეიძლება მიიღოთ თქვენი ნიჭის დაფასება და აღიარება. იყავით მოსიყვარულე, მაგრამ არა მომაბეზრებელი საყვარელი ადამიანის მიმართ.

10 თებერვალს პლუტონი მერკურის შეერთება გველოდება. ეს შეერთება მოგვიტანს ტრანსფორმაციას, შაბლონებისგან გათავისუფლებას. პლუტონი ყველას გადაკეთებას ცდილობს. მერკური კი არის გონება, ინფორმაცია, კომუნიკაციაა. ამიტომ საუკეთესო დროა უსარგებლო კონტაქტების გასათავისუფლებლად. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ რადიკალურად ახალი სფეროს შესწავლა. მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას. ან გაიგებთ იმას, რაც აქამდე თქვენთვის დამალული იყო. იყავით ფრთხილად მგზავრობისას. გაწმენდის შემდეგ 11 თებერვალს მერკური მერწყულს ესტუმრება, სადაც დაჩება 3 მარტამდე. მერწყულისეული მერკური არის კონტაქტური, გამომგონებელია, უყვარს აღმოჩენები და ექსპერიმენტები. შეიძლება გაერთიანდეთ თანამოაზრეებთან, ახალ ჯგუფში და დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა.

27 იანვრიდან ვენერა თევზებშია, სადაც დარჩება 20 თებერვლამდე. ვენერა თევზებში ეგზალტირებულია. გამოიყენეთ ეს დრო, რომ გააუმჯობესოთ რომანტიკული ურთიერთობები, თუ მარტოხელა ხართ, - დაიწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა. დანიშნეთ პაემნები, ფლირტი და შემოქმედებითი იდეების დანხორციელება განწყობას გაგიუმჯობესებთ. მთვარია, არ ენდოთ ახალგაცნობილებს, რომლებსაც თქვენი გამოყენება სურთ. ნუ შესწირავთ საკუთარ გრძნობებს სხვებს მსხვერპლად. ადამიანებში მოიმატებს ქველმოქმედების, სხვების გადარჩენის, შეფარების სურვილი. გამონახეთ დრო ხელოვნებისთვის, მუსიკისთვის, ლიტერატურისთვის. საუკეთესო შედეგეს მიიღებთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ არტთერაპია, ლოცვა და მედიტაცია, დააკვირდით სიზმრებს. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

15 თებერვალს გველოდება ვენერა ნეპტუნის შეერთება. ეს არის საუკეთესო დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ადამიანებს მოუნდებათ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება, მარტოხელებს - დაწყვილება. ამასთან, ვენერა არის ფულიც და არაა გამორიცხული, გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ არ გირჩევთ ფულის ფლანგვას და მით უმეტეს, ფინანსურ მახეში გაბმას. აგრეთვე, არ გირჩევთ სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღებას. მეორე დღეს - 16 თებერვალს გველოდება ვენერას შეერთება სატურთან და სატურნი მეტად გაასერიოზულებს ვენერას. უფრო გააზრებული და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ სერიოზული და ხანგრძლივი სასიყვარულო კავშირის შექმნა. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის მიმართ. იყავით მზრუნველი მის მიმართ.

19 თებერვალს მზე თევზების ნიშანში ნიშანში გადავა ერთი თვით. თევზები არის ზოდიაქალური წრის მეთორმეტე ნიშანი, მის შემდეგ მოდის ვერძი და როგორც კი მზე გადავა ვერძის პირველ გრადუსში იწყება ასტრონომიული ახალი წელი ამიტომ, თევზების პერიოდში მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის. ადამიანებში მოიმატებს ქველმოქმედების, სულიერი საუბრების, განმარტოების, ხელოვნებისადმი ლტოლვის სურვილი. მეტი დრო დაუთმეთ მუსიკის მოსმენას, ლოცვას, მედიტაციას, ფსიქოლოგიაში გარკვევას, არტ-თერაპია. ხშირ-ხშირად მოუმისმინეთ საკუთარ თავს, გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, სიზმრები. გამონახეთ დრო ფოტო და ვიდეოგადაღებებისთვის.

20 თებერვალს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში მეორე გრადუსში 11:06-ზე. ამ დღეს მზე და მთვარე თევზებშია. ამ დღეს სერიოზულად და პრაქტიკულად უნდა მივუდგეთ საქმეებსაც, ცხოვრებასაც და იმ პროექტებსაც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ახალმთვარეობის შემდეგ. კარგი ისაა, რომ ჰარმონიული დღეა და დაძაბულობა თითქმის არ იქნება. ამასთან, ენერგიისა და გონების მმართველი პლანეტების სწორად მოძრაობენ. უფრო მეტიც, საუკეთესო შესაძლებლობები მოგეცემათ სწავლისთვის, მიზნების განხორციელებისთვის. უმეტესობა გადაწყვეტს დაწყვილებას. ახალმთვარეობის შესახებ, ტრადიციულად, მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას.

მარსი 25 მარტამდე კვლავ ტყუპის ზოდიაქოში იქნება. საუკეთესო პერიოდია ორატორული გამოსვლებისთვის, საქმიანი, კომერციული გარიგებებისთვის. დაიწყეთ რამის შესწავლა. კარგი პერიოდია მათთვის, ვისი საქმიანობაც თითებთანაა დაკავშირებული (ხელსაქმე, პიანისტი). ამასთან, ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოგატყუოთ. გაძლიერდებიან ისინი, ვინც ხელებით მანიპულირებს.

2023 წლის 16 მაისამდე გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ვერძში იქნება. საუკეთესო დროა ვერძების (განსაკუთრებით, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით. ახლა იუპიტერი თქვენს მზეს შეურთდება და საუკეთესო შანსებს მოგცემთ წინსვლისა და წარმატებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის), ლომებისა და მშვილდოსნებისთვის.

საუკეთესო დროა საყიდლებისთვის: 30 იანვარი-პირველ თებერვალი. ამ პერიოდში შეგიძლიათ გამოცვალოთ გაჯეტები, აპარატურა. არ გირჩევთ კომპიუტერი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას 20-24 თებერვლის შუალედში. აგრეთვე, არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების გაფორმება.

ბედნიერ თებერვალს გისურვებთ!