ავტორი:

რა ფერები ართმევს იღბალს ზოდიაქოს ნიშნებს

რა ფერები ართმევს იღბალს ზოდიაქოს ნიშნებს

მოდელიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ტანსაცმელი მისი ფერისა და მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე უნდა ავარჩიოთ. მაგრამ ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია. ზოგიერთ ფერს შეუძლია დაეხმაროს ზოდიაქოს ნიშანს და ზოგიერთს შეუძლია გაანადგუროს მისი ცხოვრება. გავარკვიოთ, რა ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით:

ვერძი

ვერძის საუკეთესო თვისებებს - დამოუკიდებლობას, აქტიურობასა და ინტელექტს - აძლიერებს წითელი და ყვითელი ფერის სამოსი. მაგრამ ლურჯმა და მწვანემ და პასტელის ფერებმა, შეიძლება შეუქმნას ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემები.

კურო

კუროს საუკეთესოდ უხდება პასტელის ფერი, ლურჯი და მწვანე ფერის ნივთები. მაგრამ წითელი და ყვითელი მათ ნათესავებთან კონფლიქტამდე მიიყვანს და გაზრდის შფოთვას.

ტყუპი

ამ დახვეწილმა და მახვილგონივრულმა ზოდიაქოს ნიშნებმა უმჯობესია ზურმუხტისფერი და ზღვის ფერები ჩაიცვან. ყვითლისა და წითლის გამოყენება შეამცირეთ. ამ ფერებმა შეიძლება უსიამოვნება შეგიქმნათ პირად ცხოვრებასა და სამსახურში.

კირჩიბი

წითელი და ყვითელი ფერები ვერძების გარდა, უნდა აირჩიონ კირჩხიბებმა, რომლებსაც სურთ თავიანთი სენსუალურობისა და ინტუიციის “დატუმბვა“. მაგრამ კირჩხიბებმა უნდა შეამცირონ მწვანე, ლურჯი და შავი ფერის სამოსის ტარება.

ლომი

ღია ყავისფერი, ყვითელი, მდიდრული წითელი - ეს ფერები აძლიერებს ლომის ლიდერობის უნარს. მუქი ლურჯი, მწვანე და პასტელის ფერები უკუნაჩვენებია ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის - ისინი უარყოფითად იმოქმედებენ ოჯახურ ურთიერთობებსა და სიმშვიდეს.

ქალწული

ქალწულისთვის საუკეთესო ფერი მწვანეა: ის აძლიერებს მის უნარს შეამჩნიოს ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. თეთრი უკუნაჩვენებია ქალწულებისთვის, ეს ფერი მათ აგრესიულსა და იმპულსურს ხდის.

სასწორები

სასწორები უნდა მოერიდონ ყვითელ ფერს: ეს მათ მიზნების მიღწევაში შეუშლის ხელს. მაგრამ მუქი მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი და ლურჯი ფერის ნივთები მათ წარმატებას და სულიერი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაეხმარება.

მორიელი

მორიელის მთავარი თვისებაა ძალა და საქმის კეთების უნარი. წითელი, ყვითელი და თეთრი ფერები ხელს შეუწყობს მათ, ხოლო ლურჯი, მწვანე და პასტელის ფერები კი ხელს შეუშლის.

მშვილდოსანი

მშვილდოსან ვარსკვლავები ურჩევენ შეიყვარონ ღია ყავისფერი და ღვინის ფერები, რაც გაზრდის გამძლეობას. საპირისპირო ეფექტი ექნება ლურჯ, მუქ მწვანესა და პასტელის ფერებს.

თხის რქა

თხის რქა ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც იდეალურად მოიხდენს შავი ფერის სამოსს. შავი გააუმჯობესებს საგნებზე ფოკუსირების უნარს და გააქტიურებს მათ წარმატებისკენ სავალ გზაზე. იასამნისფერი ნივთები ასევე იმუშავებს, ხოლო ყვითელი და წითელი იშვიათად უნდა გამოიყენოთ.

მერწყული

იისფერი ხაზს უსვამს მერწყულის ექსცენტრიკულობას და დამოუკიდებლობას, მწვანე აძლიერებს ინტელექტს. მოერიდეთ წითელს, რომელიც მერწყულს გააღიზიანებს და სხვებთან კონფლიქტს გაამწვავებს.

თევზი

თევზებისთვის იდეალური ფერებია: წითელი, ყვითელი და მარგალიტისფერი თეთრი: ისინი დაგეხმარებიან ემოციურობის, სენსუალურობისა და ნათელხილვის უნარის გამოვლენაში. ფირუზისფერმა და იასამნისფერმა შეიძლება დეპრესიულ განწყობამდე მიგიყვანოთ.