ავტორი:

რა ფერი მოგიტანთ წარმატებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ფერი მოგიტანთ წარმატებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იმისათვის, რომ ცხოვრებაში იღბალი მიიზიდოთ ან უბრალოდ გაიხალისოთ ცხოვრება, საკმარისია, სამოსი და აქსესუარები შეარჩიოთ იმ ფერთა გამიდან, რომელიც განკუთვნილია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის. დააკვირდით და მიხვდებით, ასეთ ფერებში “აღჭურვილი“ თავს უფრო კარგად იგრძნობთ.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებში შედიან: ვერძი , ლომი და მშვილდოსანი . ტანსაცმლისა და ინტერიერისთვის გამოგადგებათ წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი. ნუ უგულებელყოფთ მეწამულს. ეს ფერები დაგეხმარებათ გამდიდრებაში, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მიზიდვაში.

წყლის სტიქიის წარმომადგენლები

წყლის სტიქიის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები . ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იპოვონ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან, აქვთ არაჩვეულებრივი აზროვნების უნარი. იმისათვის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებმა იცხოვრონ ბედნიერად, გარდერობი უნდა გაამდიდრონ მწვანე და ყვითელი ფერების სამოსით, ხოლო წითელი გახდება ფულის და სასიყვარულო გამარჯვების მისაზიდი მაგნიტი.

მიწის სტიქიის წარმომადგენლები

მიწის სტიქიის წარმომადგენლები - კურო, ქალწული და თხის რქა - სტაბილურობითა და პირდაპირობით გამოირჩევიან. ეს ადამიანები არიან მრავალმხრივი პროფესიული შესაძლებლობებით დაჯილდოებულები. ისწრაფვიან კარიერული წინსვლისა და კომფორტული ცხოვრებისკენ. მათთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა. მათი იღბლიანი ფერებია: მწვანე, ლურჯი და ყვითელი. ეს ფერები დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ მეტი ფული, ისწავლოთ დაგროვება და შეიქმნათ ყველა პირობა მდიდარი ცხოვრებისთვის.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები

ყველაზე კრეატიული და თავისუფლებისმოყვარე ადამიანები ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ იბადებიან - ტყუპი, სასწორი და მერწყული . მათ ხასიათს შეიძლება ეწოდოს ქაოსისა და წესრიგის, ქარიზმისა და ინტელექტის სიმბიოზი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან უჭირთ სიბნელესა და რუტინაში ცხოვრება, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება. უყვართ ხალხისგან გამორჩევა ორიგინალურობით. მათთვის იღბლის მომტანი შავი და ნაცრისფერი იქნება. სიმდიდრისა და შთაგონების მოზიდვაში დაეხმარებათ ლურჯი და მეწამული.