ავტორი:

რა სიურპრიზებს გიმზადებთ რეტროგრადული ვენერა ივლისში, რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების სფეროში?..

რა სიურპრიზებს გიმზადებთ რეტროგრადული ვენერა ივლისში, რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების სფეროში?..

ასტროლოგიაში ფულისა და სიყვარულის თემას ერთი პლანეტა ვერენა განაგებს. 23 ივლისს კი რეტროგრადული ხდება და სასურველია, წინსაწარ ვიცოდეთ, რა სიურპრიზებს ველოდოთ მისგან. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ დანიშნოთ ქორწილი, არ გააფორმოთ ოფიციალური ქორწინება.

ვერძი

ვენერა გააგრძელებს თქვენი სიამოვნების, გართობის, თამაშისა და ბავშვების სექტორში ყოფნას. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში განსაკუთრებულად მომხიბვლელობი იქნებით. გაგიჩნდებათ ახალი თაყვანისმცემლები. ივლისში ნამდვილ სიამოვნებას მიიღებს ფლირტისა და მოკლევადიანი რომანებისგან. დაოჯახებულმა ვერძებმა უნდა იფიქროთ, თუ როგორ გახადონ თავიანთი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები ამ თვეში შესაძლოა აღმოჩნდნენ არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთის ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი. მშობელმა მეუღლესთან შეთანხმებულად უნდა გადაჭრათ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.

კურო

2023 წლის ივლისში ვენერა თქვენი ოჯახისა და სახლის სექტორში იქნება. თვის დასაწყისში თქვენ დაამყარებთ შესანიშნავ ჰარმონიულ ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან და ოჯახთან. თუ თქვენ გჭირდებათ მათ მიმართოთ ფინანსური დახმარებისთვის, მაშინ უმჯობესია ამის გაკეთება 23 ივლისამდე, მერე ვენერა გადავა რეტროგრადულ სვლაში, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას თავს შეზღუდულად და არაკომფორტულად იგრძნობთ. თქვენი ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან განვითარდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეძლებს ის დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები. რაც შეეხება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას, ზოგადად, საიმედო დარჩება. ივლისში შეგიძლიათ იყიდოთ არცთუ ისე იაფი, მაგრამ ელეგანტური ნივთები თქვენი სახლისთვის, რაც დაგეხმარებათ გახადოთ იგი ლამაზი და მყუდრო.

ტყუპი

ვენერა დაგეხმარებათ, ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში გამოავლინოთ დიპლომატიის სასწაულები, იქნებით გამორჩეულად მეგობრული, გულწრფელ ინტერესს გამოიჩენენ ახლობლების, მაგრამ განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. რაც თქვენს ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვლის. მაგრამ 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. შესაძლოა გაგახსენდეთ წარსულის წარუმატებელი რომანი და იმედგაცრუება, რომელიც მას მოჰყვა. გირჩევთ, წარსული წარსულში დატოვოთ. რაც შეეხება ფულს, ზოგადად, ამ სფეროში სიურპრიზები მოსალოდინი არ არის, თუმცა თვის ბოლოს თქვენი შემოსავალი შეიძლება შემცირდეს.

კირჩხიბი

ვენერა ივლისში გააგრძელებს კირჩხიბის ჰოროსკოპის მე-2 სახლში სტუმრობას, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე. ამ სფეროს გავლისას ის ადამიანს ფინანსურ კეთილდღეობას ანიჭებს. მარტოხელა კირჩხიბებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ძალიან დაიღალნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, რომლებსაც არასოდეს არაფერი სერიოზული არ მოჰყოლია და, შესაბამისად, შეუძლიათ ცოტა მეტი დრო დაუთმონ, ფულის შოვნასა და საკუთარი თავის განებივრებას. მოგინდებათ ლამაზი და სასიამოვნო ნივთების ყიდვა. მაგრამ 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. მოუფრთხილდით ფინანსებს. ზოგიერთი ბიზნეს ალიანსი ვერ გაუძლებს დროის გამოცდას და ფულადი ინვესტიციები არ გაამართლებს იმედებს.

ლომი

ვენერა კვლავაც თქვენს ნიშანშია. შესრულებული სამუშაოსთვის კარგი ჯილდო გელოდებათ, გარდა ამისა, მიიღებთ სოლიდურ თანხას. რაც საშუალებას მოგცემთ, გადაფაროთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ამ დღიდან დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი გახდება. საშუალებას მოგცემთ უფრო გონივრულად მიუდგეთ პოტენციური პარტნიორის არჩევანს. ამ პერიოდში არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს არსებულ სასიყვარულო პარტნიორთან, მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო კამათს.

ქალწული

ივლისში ვენერა კვლავაც იქნება თქვენს მე-12 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია შიშებზე, მარტოობაზე, საიდუმლოებებსა და არაკეთილმოსურნეებზე. ამ პერიოდში უფრო სენტიმენტალური გახდებით. მარტოხელა ქალწულებს შეიძლება ჰქონდეთ ოჯახის შექმნის დიდი სურვილი. ზოგიერთმა შეიძლება უხერხულად იგრძნოთ თავი საპირისპირო სქესის უცნობი წარმომადგენლების გარემოცვაში და ამან შეიძლება გაართულოს კომუნიკაცია და ხელი შეუშალოს ახლო ურთიერთობების დამყარებას. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა კვლავ გაუარესდება. ფულადი სახსრები შემცირდება, გარდა ამისა, ზოგიერთს თვის მეორე ნახევარში ძველი ვალების გადახდა მოგიწევთ. შეზღუდეთ ხარჯები, რათა არ აღმოჩნდეთ ფინანსურ კრიზისში.

სასწორი

ვენერა ივლისში კვლავაც იქნება თქვენი მეგობრების, კეთილისმყოფლების, სპონსორებისა და სოციალურ ცხოვრების სახლში. თვის დასაწყისში შეგიძლიათ დადოთ ძალიან კარგი გარიგება, რომელიც ფინანსურ დამოუკიდებლობით დიდი ხნით უზრუნველგყოფთ. მაგრამ ივლისის მეორე ნახევარში ჯობია მეგობრებსა და ნათესავებს ფული არ ასესხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თვითონ იძულებული იქნებით ვინმეს მიმართოთ ფინანსური დახმარებისთვის, რადგან 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული გახდება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანებისთვის. თუმცა, გამორიცხული არაა, ზოგიერთი ძველ ურთიერთობას დაუბრუნდეს. მაგალითად, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ დაშორდით. თქვენ გადაწყვეტთ ყველაფრის თავიდან დაწყებას.

მორიელი

ვენერა ივლისშიც თქვენი პროფესიული განვითარებისა და მიღწევების სახლში იქნება. შესაძლოა ეჭვიანობის ტკივილმა შეგაწუხოთ. სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გაქვთ ამის მიზეზი. რაც შეეხება ფინანსებს, ეს თვე საკმაოდ სარფიანი იქნება თქვენთვის. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და მათთვის, ვინც ბიზნესით არის დაკავებული, სექტემბრის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანის დასაწყებად, სამუშაოს შეცვლისთვის. ემოციურმა აფეთქებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მუშაობის ხარისხზე ან გაართულოს დამოკიდებულება ახლობლებთან.

მშვილდოსანი

ვენერა ივლისში თქვენს მე-9 სახლში იქნება, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მოგზაურობაზე. მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა მოგზაურობისას, ან თქვენ დაიწყებთ კომუნიკაციას ინტერნეტში, უცხოელთან, საზღვარგარეთ მყოფ ადამიანთან. თუ კავშირი მაშინვე ქორწინებით არ დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი ხელახალ ქორწინებაზე დაფიქრდება, ან შეიძლება სასამართლო პროცესი აღძრათ განქორწინების მიზნით. თუმცა, 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანების დასაწყებად ან სამუშაოს შეცვლისთვის. შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. შორ მანძილზე მგზავრობა შეიძლება შეფერხდეს, შეიძლება იყოს დაგვიანებები და ფორსმაჟორული მოვლენები.

თხის რქა

ივლისში ვენერა თქვენს მე-8 სახლში - ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში იქნება. მისი გავლენის ქვეშ შეგიძლიათ ელოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს პირად ცხოვრებაში. მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად დაქორწინდეთ ან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტეთ. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი რომანებისთვის ან სამუშაოს შეცვლისთვის. ზოგიერთი თხის რქა, რომელიც აქამდე მარტო იყო, მოისურვებს წარსული ურთიერთობების განახლებას. თუმცა, დაფიქრება, წარსული შეცდომების გამოსწორება და ერთმანეთის პატიება გმართებთ.

მერწყული

ვენერა თქვენი პარტნიორობის სექტორში იქნება. ივლისში დაწყებული ნაცნობობა არა მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება, არამედ შესაძლოა ბედნიერი ქორწინებით დასრულდეს. ივლისში დიდ დროს დაუთმობთ ოჯახსა და შვილებს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. თქვენც და თქვენი პარტნიორიც საკმარისს გამოიმუშავებთ, რათა უზრუნველყოთ ოჯახის საჭიროებები. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. თუმცა ფინანსებთან დაკავშირებით სერიოზული სირთულეები არ გელოდებათ, დამატებით შემოსავალზე უარი არ უნდა თქვათ. უფრო მეტიც, ამ თვეში შეგიძლიათ მიიღოთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმიანი შემოთავაზება.

თევზები

ვენერა ივლისში თქვენი ჯანმრთელობისა და მუშაობის სექტორშია. ამ თვეში მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოთ სამუშაოსა და ცხოვრების წესზე. ზოგადად, ამ თვეში საკმაოდ შრომისმოყვარე და მონდომებული იქნებით, ფინანსური პრობლემები არ შეგექმნებათ. შეიძლება ჯილდოც კი მიიღოთ უფროსებისგან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. 23 ივლისიდან ვენერა რეტროგრადული იქნება. არსებობს რეალური საშიშროება, სამსახურში უფრო მეტი დრო გაატაროთ, ვიდრე საყვარელი ადამიანის გვერდით, რაც გამოიწვევს შეტაკებებს, გაუგებრობებს, ეჭვიანობას. ეცადეთ, სამსახურის საქმეებსა და ოჯახის ვალდებულებებს შორის სათანადო ბალანსი შეინარჩუნოთ. რეტროგრადულმა ვენერამ შეიძლება გამოიწვიოს ხელფასების დაგვიანება.