რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?

რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?

რა სურთ ქალებს? ალბათ ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს. გაგიადვილებთ საქმეს და იოლად გაგარკვევთ თუ რა სურთ ქალებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

  • ვერძი

პირველ რიგში დამოუკიდებლობა სურს. თუმცა, გული რომანტიკისკენაც ექაჩება. მაგრამ ვერც თავისზე სუსტ მამაკაცს აიტანს გვერდით, ვერც ზედმეტად დიქტატორსა და მომთხოვნს. მისი გულის მოგება თუ გინდათ, დაანახვეთ, რომ მიუხედავად აუტანელი ხასიათისა, მაინც გიყვართ და მისით ამაყობთ.

  • კურო

მატერიალურად უზრუნველყოფილი და სტაბილური მამაკაცი სურს. ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნების გარეშე იგი არც ერთ მამრს არ გაუხსნის საკუთარი გულისკენ მიმავალ კარს. თუმცა, არც ძვირფასი საჩუქრებისა და რომანტიკული საღამოს წინააღმდეგი იქნება რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში. მთავარია, იქ გემრიელ კერძებს ამზადებდნენ.

  • ტყუპი

ინტელექტუალური მამაკაცი სურს, რომელიც კარგი მოსაუბრე იქნება და მასთან არასოდეს მოიწყენს. თუმცა, არც გიჟურ თავგადასავლებზე, ერთად ხეტიალსა და რომანტიკულ გამოხდომებზე იტყვის უარს.

  • კირჩხიბი

თითზე ბეჭედი, კალთაში ბავშვი და ევრორემონტიანი სამზარეულო სურს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, მოსიყვარულე და ფულის მშოვნელი ქმარიც. პერიოდულად თუ დანაზოგის გადანახვის საშუალებასაც მისცემთ ბანკში, სულ მთლად ბედნიერი იქნება.

  • ლომი

ძვირფასი საჩუქრები და მის ფერხთით გართხმული სიყვარულისგან გონდაკარგული მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ყურადღება და ძვირფასი საჩუქრები არ მოაკლოს.

  • ქალწული

მოწესრიგებული, ჰიგიენური, წინდახედული და მატერიალურად უზრუნველყოფილი მამაკაცი სურს, რომელთან ერთადაც სიამოვნებით შეუდგება საერთო ბუდის შენებას.

siyvaruli

  • სასწორი

მოსიყვარულე, თბილი, მზრუნველი და გემოვნებიანი მამაკაცი სურს, რომელმაც იცის ქალის ფასი. სასურველია, სხვადასხვა ტკბილეულითაც ანებივრებდეს მას.

  • მორიელი

ავტორიტეტული, ცხელსისხლიანი, ძლიერი ხასიათის მამაკაცი მოეწონება, რომლის ერთგულებაშიც დარწმუნებული უნდა იყოს. ურთიერთობაში თანასწორი თამაში – ეს მთავარი მოთხოვნაა ქალი მორიელის მხრიდან.

  • მშვილდოსანი

ხეტიალის მოყვარული, მხიარული და ოპტიმისტი მამაკაცი სურს, რომელიც არასოდეს შეუზღუდავ თავისუფლებას, არ ეცდება ტრადიციული დიასახლისის როლი მოარგოს და მისთვის უფრო მეგობარი იქნება, ვიდრე ქმარი.

  • თხის რქა

საზოგადოებაში მიღებული, კარგი სოციალური სტატუსის მქონე, პროფესიულად შემდგარი მამაკაცი სურს. თუმცა, იგი ყოველთვის დაიტოვებს უფლებას, თავად შეასრულოს "პირველი ვიოლინოს" როლი ოჯახში.

  • მერწყული

კრეატიული, ორიგინალური გემოვნების მქონე და ექსცენტრიკული მამაკაცი მოეწონება. რომელიც მის პიროვნულ თავისუფლებას არ შეეხება და საშუალებას მისცემს ყოველთვის მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს და მოსწონს.

  • თევზები

მზრუნველი, ძლიერი მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ცხოვრებისეულ სირთულეებს მის მაგივრად გაართვას თავი. დაამშვიდოს პერიოდული დეპრესიული შემოტევისას და დაარწმუნოს, რომ ნამდვილი მამაკაცი ქალის ჭეშმარიტი დასაყრდენია ცხოვრებაში.