ავტორი:

რა უნდა მოიცილოთ ახალ წლამდე, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა უნდა მოიცილოთ ახალ წლამდე, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა და დრაკონის წელმა სიახლეები რომ მოგიტანოთ, ძველი უნდა მოიცილოთ, რათა ახალს გაუთავისუფლოთ ადგილი. წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

სინანული და მწუხარება, აუხდენელი სურვილები და ოცნებები დაივიწყეთ. მტრები თქვენი გზიდან გადავლენ და თქვენს საქმეებში აღარ ჩაერევიან. უთანასწორობა და დაბრკოლებები გაქრება, წინსვლის გზა გახდება მყარი და სტაბილური.

კურო

არასაჭირო ადამიანები და კავშირები წავლენ. ისინიც, - ვისაც ენდობოდით და არ გაამართლეს თქვენი იმედი. თუ დაძაბული სასიყვარულო ურთიერთობა გქონდათ, ისიც წარსულში დარჩება. საყვარელ ადამიანებთან ჩხუბი და უფროსთან კონფლიქტი გაქრება. გაქრება მიჯაჭვულობებიც.

ტყუპი

თქვენი სივრცე გაიწმინდება, ბევრი მეგობარი ჩამოგშორდებათ ან გადავლენ შემთხვევითი ნაცნობების კატეგორიაში. დაწყებული ურთიერთობები დაიშლება, შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ და თქვენს ცხოვრებაში ახალი ხალხი შემოვიდეს.

კირჩხიბი

დაავადება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდით, გაგივლით. მწვავე თავის ტკივილი გაგიქრებათ. შეიცვლით შეხედულებას სამყაროსა და გარშემო მყოფებზე. ვარდისფერ სათვალეს მოიხსნით და დაიწყებთ სამყაროს რეალურად დანახვას.

ლომი

დაბრკოლებები წავა. დატოვეთ წარსულში წარუმატებლობა, რათა მომავალში გახდეთ ცნობილი და წარმატებული. ცუდი მხედველობა გაქრება, მოიხსნით სათვალეს ან ლინზებს. ჩამოიცილეთ ცუდი ადამიანები თქვენი ცხოვრების გზიდან, რომლებიც გიშლიან სიამოვნების მიღებას.

ქალწული

ოჯახზე, შვილებსა და საყვარელ ადამიანზე არარეალური ოცნებები გაქრება. სევდა და დეპრესიულობა გაქრება. სითხესთან დაკავშირებული პრობლემები გაქრება. არასაჭირო მეგობრები წავლენ. დაემშვიდობეთ არასაჭირო სამკაულებს.

სასწორი

დატოვებთ ურთიერთობებს, რომლებიც არ იძლევიან კმაყოფილებას; წავლენ არასანდო ბიზნესპარტნიორები. შეგიძლიათ შეცვალოთ ადამიანები, ვისთანაც გაიარეთ კონსულტაცია ან შეცვალოთ მასწავლებლები. თქვენი გემოვნება შეიცვლება, როგორც გარემო თქვენ გარშემო. თქვენი ყოყმანი ზოგიერთ საკითხზე გაქრება.

მორიელი

ოპერაციით ან მკურნალობით თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოიშორებთ. თუ ვარდისფერ სათვალეს ატარებთ მასაც მოიხსნით. გაიგებთ, თუ ვისთან ღირს ურთიერთობა და ვის უნდა ჩამოშორდეთ. გადაიხდით ვალებსაც.

მშვილდოსანი

ადგილი, სადაც ცხოვრობთ შეიცვლება ან მომავალ წელს გადახვალთ ახალ სახლში. ან არსებულში არეულობა გაქრება, გააკეთებთ რემონტს. გაქრება ძველი თეთრეული და ჭურჭელი. ძველი მანქანა ან მასთან დაკავშირებული საფრთხე გაქრება. დაბრკოლებები, რომლებიც გაწუხებთ, გაქრება.

თხის რქა

ვალები და სესხები წავა; უფულობაც და უმუშევრობაც. გაქრება უსიამოვნო მოვლენები და ბოროტი მომენტები თქვენი ცხოვრებიდან. შეგიძლიათ გაყიდოთ ან შეიცვალოთ ის, რის გამოც დაიღალეთ. ჭარბი წონაც გაქრება.

მერწყული

თავის ტკივილი და გადაუჭრელი პრობლემები გაქრება. ზოგიერთი შეიცვლით ვარცხნილობას, ცხვირის ფორმას. ჭარბი წონაც გაქრება, უმოძრაო ცხოვრების წესიც.

თევზები

გაქრება დეპრესია და სევდა, მარტოობა და მორცხვობა. ყელის ხშირი გაცივება გაივლის. დაღლილობის გრძნობა და ძილის ნაკლებობა გაქრება. ვარჯიშისადმი და ცოდნის მიღებისადმი სიზარმაცე გაქრება.