რა უნიკალურ უნარს ფლობ დაბადებიდან, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა უნიკალურ უნარს ფლობ დაბადებიდან, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა ადამიანს, რომელიც დაბადებულია გარკვეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ, დაბადებისთანავე ებოძა რაღაც უნიკალური შესაძლებლობა

ვერძის მაგიური თვისებები - 21.03-20.04

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ გამოიყენონ მიზნის მისაღწევად და ჩაფიქრებულის ასასრულებლად მაგიის ყველა სახეობა, თუმცა ვერძებს ყველაზე კარგად გამოსდით ნივთების, ტანსაცმლისა და საკვები წყლის პოზიტიურად დამუხტვა. ვერძებს შეუძლიათ ადამიანის შესახებ ინფორმაცია ამოიკითხონ ფოტოს და პირადი ნივთების მეშვეობით. გაგიკვირდებათ და, მათ აქვთ ძალები, ნებისმიერი ჩაფიქრებული სურვილი რეალობად აქციონ. თუ ყურადღებით მოეკიდებიან სამყაროსგან ბოძებულ ამ ნიჭს, ჩაფიქრებული სურვილები ყველაზე კარგად აუხდებათ.

Astrologia

კურო და მისი ოქროს მიზანდასახულობა - 21. 04- 20.05

მაღალი შემოსავლები, კარიერულ კიბეებზე სწრაფი სვლა. კუროები შექმნილნი არიან ოქროს, წარმატების, ფულის და კეთილდღეობის მოსახვეჭად. კუროებს მაგნიტივით იზიდავთ ისეთი სიტუაციები და ადგილები, სადაც არის კეთილდღეობა და ფულის შოვნის საშუალება. ისინი თითქოს ამართლებენ თავიანთი ზოდიაქოს ნიშნის გამოსახულებას "ოქროს კურო", რომელიც სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. სასურველია, კურომ თავისი სურვილი რამდენჯერმე გაიმეოროს და ეს სურვილი უფრო სწრაფად ახდება, თუ მასში გარეულია ფინანსები. გახსოვდეთ, კუროებო, რაც უფრო გულწრფელად უსურვებთ სხვას გამდიდრებას, მით უფრო მეტად გააძლიერებთ ამ უნარს.

Astrologia

ტყუპის საოცარი შესაძლებლობები - 21.05- 21.06

ტყუპებს ძალიან უყვართ ლაპარაკი, ისინი გამორჩეულად ორატორული ნიშნით არიან დაჯილდოებულები, რადგან მათი ლაპარაკი, ესაა მათი მაგიური ინსტრუმენტი. ტყუპებს კარგად გამოსდით შელოცვები. მათი დამხმარე სტიქია ქარია. ამიტომ, ბატონო და ქალბატონო ტყუპებო, თქვენი სურვილები ჩასჩურჩულეთ ქარს. სასურველია, ეს გააკეთოთ ღია სივრცეში, მაგალითად, მინდორში. ამაზე კარგ ადგილს ოცნების ასახდენად და საკუთარი ინტუიციის გასააქტიურებლად ვერც ნახავთ. ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ უჩვეული ხმის ტემბრი, რაც მაგიურად მოქმედებს მსმენელზე. დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ ეს თქვენ სასარგებლოდ.

Astrologia

კიბო და მისი მეექვსე გრძნობა - 22.06- 22.07

კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად მაგიის მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენენ და ხშირად მისი გამოკვეთილი მოწინააღმდეგეებიც არიან. ერთადერთი, რასაც გულგრილად ვერ აუვლიან გვერდს, ესაა მკითხაობა. ანალიტიკური ტვინის და ზებუნებრივი ნიჭის წყალობით, ადვილად შეუძლიათ ადამიანს უწინასწარმეტყველონ მომავალი, რომელიც ოთხმოცი პროცენტით ხდება ხშირ შემთხვევაში. კიბორჩხალები კარგი ფსიქოლოგები არიან, რადგან უყვართ დაკვირვება. ადვილად შეუძლიათ დაინახონ ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამით მოახდინონ მანიპულაცია. თუ ის ადამიანი მოსწონთ, შეუძლიათ დააჯერონ იგი თავიანთ შესაძლებლობებში და დაეხმარონ წარმატების მიღწევაში.

Astrologia

ლომი და მისი შესაძლებლობები - 23.07-23.08

რომელი მაგია გამოსდით ყველაზე კარგად ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცეცხლოვანი გული? არ არის რთული მისახვედრი, რომ სასიყვარულო მაგიის გურუები - ლომები არიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ყველაზე გასაოცარ რეზულტატებს ამ საქმიანობაში. ბუნებისაგან ლომები ფლობენ უძლიერეს ენერგეტიკას და განსხვავებულ არაჩვეულებრივ ლიდერულ თვისებებს. ისინი უთქმელად გრძნობენ სხვა ადამიანების ენერგიას და კარგად გამოსდით მათი გადარწმუნება. ამიტომ ხშირად, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფები გვევლინებიან კორპორაციის ან ხალხის დიდი ჯგუფების მმართველ ხელმძღვანელებად.

Astrologia

ქალწული და მისი კოზირის კარტი - 24.08 - 22.09

ქალწულის ნიჭი კარტშია. ქალწულებს კარგად ეხერხებათ ნებისმიერი სახის მკითხაობა, ეს იქნება რუნები თუ ტარო, ჰირომანტია თუ ცვილზე მკითხაობა. ქალწული ძლიერია იქ, სადაც საჭიროა დამახსოვრება და გაანალიზება ამა თუ იმ კომბინაციისა. ლოგიკა, ციფრები, წვრილმანებზე ყურადღების მიქცევა, ეს ყველაფერი ქალწულის განსაკუთრებული მაგიური თვისებაა. ქალწულს შეუძლია გამოიცნოს, რომელია ლატარიის მომგებიანი ბილეთი; გამოიცნოს რიცხვები, რომლებიც მოუტანს მოგებას. საკმარისია, დააკვირდეს და შეიგრძოს, რა განცდა მოაქვს ამა თუ იმ ნომერს, რასაც ის ხედავს. ინტუიცია მას არასდროს უღალატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავარჯიშებული აქვს ინტუიცია. კითხვა განაგრძეთ marao.ge-ზე.