ავტორი:

რა ვაჩუქოთ მორიელებს?

რა ვაჩუქოთ მორიელებს?

მზე მორიელის ნიშანში გადავიდა, გილოცავთ მორიელებო, ახლა თქვენი დროა, უნდა გააქტიურდეთ წარმატების მისაღწევად ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ კი დავფიქრდეთ, როგორი საჩუქარი მოვუმზადოთ იუბილარ ნიშანს:

მორიელი ყველაზე მისტიკური და იდუმალი ნიშანია. ინტუიციურია და შეუძლია ადამიანების "წაკითხვა". გამჭრიახი და დაკვირვებულებია. მისთვის ყველა წვრილმანს აქვს მნიშვნელობა და ისეთი საჩუქრის პოვნა, რომელიც თქვენს საყვარელ მორიელს გააბედნიერებს, საკმაოდ რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ამ ნიშნით დაბადებული ქალი დააფასებს მაღალხარისხიან და სექსუალურ თეთრეულს, ორიგინალურ, არასტანდარტულ სამკაულს არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ ინტერიერისთვისაც.

მორიელი მამაკაცი ყოველთვის ბედნიერი იქნება ძალაუფლების სტილიზებული ატრიბუტებით: ხანჯლები, დანები. რამდენიმე ინდივიდუალური გაკვეთილი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში.

ორივეს ესიამოვნება სათავგადასავლო უიქენდი მთაში, მოგზაურობა მაქსიმალური თავგადასავლითა და მცირე რისკით.

ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელი დაინტერესებულია მისტიკით. ამიტომ, წიგნები, აქსესუარები და ამულეტები ძალიან მოეწონებათ.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, რაც არ უნდა აჩუქოთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი მორიელის უნიკალურობისა და ორიგინალურობის ხაზგასმა.